» გვერდი 276

Sport1: ბაიერნი მესუიტ იოზილით არ ინტერესდება
Sport1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოლო დროს გავრცელებული ჭორები თითქოს მიუნხენის ბაიერნი 25-წლის გერმანელი ნახევარმცველით, მესუიტ იოზილით, არის დაინტერესებული სიმართლეს არ შეესაბამება.
ზამერი: შვაინშტაიგერი შესაძლოა დროზე ადრე დაბრუნდეს
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, Sport1-სთვის მიცემულ ინტერვიუში რეკორდმაისტერის ვიცე-კაპიტანზე, ბასტიან შვაინშტაიგერზე, ისაუბრა და აღნიშნა, რომ არანაირი საბაბი არ არსებობს გვწამდეს იმის, რომ 2014 წლის ბოლომდე შვაინშტაიგერის დაბრუნება გამორიცხულია.
ლამი: ბაიერნში დარჩენა სწორი გადაწყვეტილება იყო
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, Daily Mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში წარსული გაიხსენა და 2008-09 წლების სეზონზე ისაუბრა, როდესაც გერმანელი განაპირა მცველით პრემიერ ლიგის რამდენიმე წამყვანი კლუბი ინტერესდებოდა, თუმცა 30-წლის ფეხბურთელმა ბაიერნში დარჩენა ამჯობინა.
ფრანკ რიბერი მოედანს მალე დაუბრუნდება
მიუნხენის ბაიერნის შემტევი გარემარბი, ფრანკ რიბერი, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთადერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა მუხლის ტრავმის გამო სარეაბილიტაციო პროცესს ასრულებს და უახლოებს მატჩებში შეძლებს რეკორდმაისტერის დახმარებას.
ვან მარვიკი: რობენი რონალდუსა და მესიზე დახვეწილია
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ბერტ ვან მარვიკმა, AD-თან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ არიენ რობენის თამაშის ხარისხი ხშირად მხოლოდ იმის გამო არის ჩრდილში, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის გოლების სტატისტიკა რონალდუსა და მესისთან შედარებით დაბალია.
პიერ-ემილ ჰოიბერგი წასვლაზე ალაპარაკდა
მიუნხენის ბაიერნისა და დანიის ნაკრების ნახევარმცველმა, პიერ-ემილ ჰოიბერგმა, გერმანულ TZ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პერსონალური განვითარებისთვის და პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის მეტი სათამაშო დრო ესაჭიროება, რაც სხვა კლუბში უფრო გაუადვილდება.
შაქირი: ბაიერნი ჩემს გაყიდვას არ აპირებს
მიუნხენის ბაიერნის შვეიცარიელმა შემტევმა გარემარბმა, შერდან შაქირიმ, Sport1 გაკეთებულ ინტერვიუში საკუთარ კარიერასა და რეკორდმაისტერში ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავარიული გრანდისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს.
ბეკენბაუერი: გიოტცე რიბერის არ ჰგავს
მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა, TZ-სთან ინტერვიუში რეკორდმაისტერის 22-წლის ახალგზარდა ნახევარმცველზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მარიო გიოტცე ის ფეხბურთელი არაა, რომელიც მომავალში შეძლებს ფრანკ რიბერის სრულფასოვნად ჩანაცვლებას.
გვარდიოლა: ბუნდესლიგის ცხრილი ჯერ მნიშვნელოვანი არ არის
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე მყოფი დებიუტანტი, პადერბორნი, შეაქო, თუმცა განაცხადა, რომ ცხრილის ბევრჯერ წაკითხვას არ აპირებს და განაცხადა, რომ რეკორდმაისტერი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ბოატენგი: ლევანდოვსკი დამნაშავე არ არის
პოლონელი ფეხბურთელის შედეგიანობა მას შემდეგ დაეცა, რაც რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის ბაიერნში გადმოვიდა. რეკორდმაისტერის ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, TZ-სთან ინტერვიუში საკუთარ თანაგუნდელს გამოექომაგა და განაცხადა, რომ რობერტი წარუმატებლობაში დამნაშავე არ არის.
უკან 1 ... 272 273 274 275 276 277 278 279 280 ... 324 წინ