» გვერდი 6

ჰაინკესი : არ ღირს მეტოქის დაუფასებლობა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, გერმანიის ჩემპიონატის მე-16 ტურის ეგიდით, საფეხბურთო კლუბ "კიოლნთან" გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "ბავარიელთა" დამრიგებელი აღნიშნავს, რომ "ბაიერნისათვის" მეტოქე გუნდის დაუფასებლობა, ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა და სწორედ ამიტომ საკუთარ ფეხბურთელებს მოუწოდებს, მწვანე საფარზე მაქსიმალური კონცენტრაციით გავიდნენ.
რიბერი : ჩემი შესაძლებლობების მჯერა
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებში დარწმუნებულია. ამის შესახებ, ვეტერანმა ვინგერმა, ინტერნეტ-პორტალ L`Equipe-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. რიბერის განცხადებით, საკუთარი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, მას მრავალი წარმატებასათვის მიუღწევია და მზად არის იგივე შემართებით იბრძოლოს, დარჩენილი დროის განმავლობაშიც.
რუმენიგე : გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა TZ-სთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანული გრანდის ვეტერანი შემტევების, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შესახებ საუბრობს. მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელის განცხადებით, მოხდება თუ არა ხსენებულ ფებურთელებთან მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელება, ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას მხარეები, სავარაუდოდ გაზაფხულზე მიუბრუნდებიან.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბავარია ბეშიკტაშს დაუპირისპირდება
„ბავარიის“ შემდეგი გაჩერება კიევისაკენ მიმავალ გზაზე, სტამბული იქნება. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ის კენჭისყრის შედეგებით რეკორდმაისტერი შემდეგ რაუნდში „ბეშიკტაშს“ შეხვდება. ორშაბათს ნიონში ყოფილმა „ბავარიელმა“ ხაბი ალონსომ თავის ყოფილ კლუბს მოწინააღმდეგედ თურქული კლუბი არგუნა.
„დარტყმა! გოლ! ბავარია!“
შობამდე 2 კვირით ადრე, „ბავარიამ“ შესაძლებლობა მიიღო მოახლოებული დღესასწაულებით დატკბეს. მიუნხენის ცენტრში ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ოფიციალურმა პირებმა ერთად რამოდენიმე სასიამოვნო საათი გაატარეს. ამაზე საუკეთესო მომენტი დღესასწაულისათვის ძნელი გამოსანახი იქნებოდა, რადგან მიუნხენელებმა რამოდენიმე საათით ადრე ამ მომენტამდე, „აინტრახტთან“ მოგების წყალობით 7-ედ გაიფორმეს საშემოდგომო ჩემპიონობა.
პლანეტის საუკეთესო გოლკიპერმა მორიგი ჯილდო მიიღო
ის არა მხოლოდ „ბავარიის“ კაპიტანია, არამედ ასევე ყველა ჩვენთაგანისთვის სამაგალითო. შაბათს საღამოს მანუელ ნოიერმა „გული ბავშვებისათვის“ ცერემონიაზე პრემია „ოქროს გული“ მიიღო.
კომენტარები: აინტრახტი 0 : 1 ბაიერნი
]ურთულეს მატჩში ფრანკფურტში „ბავარიელებმა“ ეფექტური შეტევითა და ერთობით მინიმალური ანგარიშით 1:0 მოგება შეძლეს. „ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ საუკეთესო კუთხით ვანახეთ ჩვენი თავი. ზოგჯერ ასეთ მატჩებში მეტოქის შეკავებაა საჭირო, რაც დღეს ჩვენ კარგად გამოგვივიდა“, განაცხადა მატჩის შემდგომ იუპ ჰაინკესმა.
ბავარიელები ფრანკფურტში უსიამოვნო მატჩს ელოდებიან
შაბათს მიუნხენელებს ფრანკფურტში სურთ ახალი წარმატებული მოგებების სერია განამტკიცონ „აინტრახტთან“ (18:30 სთ). წარმატების შემთხვევაში „ბავარია“ ზედიზედ მეშვიდედ იზეიმებს საშემოდგომო არაოფიციალურ ჩემპიონობას.
პრესა ბავარია - პსჟ მატჩის შესახებ
„ბავარიის“ გამარჯვება „პსჟ“-ზე ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა გახდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დამამთავრებელ ტურში, ბუნებრივია პრესის მიღმა ეს ფაქტი არ დარჩენილა.
ვინ გახდება ბავარიის მომავალი მეტოქე?
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია და ახლა მთლიანად საფეხბურთო სამყარო სულმოუთმენლად ელოდება 1/8-ის კენჭისყრას, რომელიც ორშაბათს 15:00 საათზე გაიმართება. „ბავარია“, რომელიც ჯგუფიდან მე-2 ადგილიდან გავიდა, როგორც წინა წელს, შესაძლოა ადვილი მეტოქე არ შეხვდეს
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 256 წინ