FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი » გვერდი 8

» გვერდი 8

კოვაჩი : საინტერესო შეხვედრა გველის
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ჯერ კიდევ ხუთშაბათ დღეს განაცხადა, რომ ორკვირიანი გადატვირთული ვარჯიშების შემდეგ, იგი საკუთარ ფეხბურთელებს ძალების აღდგენის საშუალებას მისცემდა. შეგახსენებთ Audi Summer Tour 2018 -ის ფარგლებში (23-30 ივლისი) ბავარიელებს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა მოუწევთ. თუმცა მანამდე მიუნხენელებს ერთი ამხანაგური დაპირისპირება ელით ფრანგული საფეხბურთო გრანდის "პარ სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ. რომელიც შაბათს 21 ივლისს თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.
რუმენიგე პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, დასავლური ბეჭვდითი მედია, ხშირად საუბრობდა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ხამეს როდრიგესის დაბრუნებასთან დაკავშირებით. გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ბავარიელთა ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ბენჟამინ პავარის შესაძლო ტრანფერთან დაკავშირებითაც და შემდეგი რამ განაცხადა.
კოვაჩმა თავისი იდეები ახსნა
თითქმის 3 კვირაა რაც ნიკო კოვაჩი „ბავარიას“ სათავეში ჩაუდგა. ხუთშაბათს მან პირველად უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს რეკორდმაისტერის შტაბ-ბინაში. პრესასთან ურთიერთობის განმავლობაში 46 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მას ურჩევნია მაშინვე საქმეზე გადასვლა. „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა დეტალურად მოყვა ვარჯიშებზე თავის ტაქტიკურ მუშაობაზე.
არპმა ჰამბურგთან გაახანგრძლივა
ჰამბურგის ნიჭიერმა გერმანელმა თავდამსხმელმა იან-ფიეტ არპმა „დინოზავრებთან“ 2020 წლამდე გაახანგრძლივა თავისი კონტრაქტი და „ბავარიული“ საგა ამით დასრულდა.
არპმა ბავარიას პირობა მისცა
ცნობილი სპორტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა kicker იუწყება, რომ „ჰამბურგის“ გერმანელმა ნიჭიერმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა იან-ფიეტ არპმა „ბავარიას“ სიტყვა მისცა, რომ 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება კლუბს.
ბავარიამ ახალი გასვლითი ფორმა წარადგინა
შაბათს „ბავარიას“ პირველი ამხანაგური მატჩი ელოდება. ამ მატჩში გერმანიის რეკორდმაისტერის ფეხბურთელები თავის გულშემატივრებს ახალ ფორმაში მოევლინებიან.
SWR Sport:
• SWR Sport-ი იუწყება, რომ „შტუტგარტის“ ფრანგმა მცველმა ბენჟამინ პავარმა მიუნხენურ კლუბთან წინასწარ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში 2019 წლიდან შევა.
ციკლერი:
“ბავარიის“ ყოფილი გერმანელი თავდამსხმელი ალექსანდერ ციკლერი, რომელიც კლუბში 1993-2005 წლებში ასპარეზობდა, ნიკო კოვაჩის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნას გამოეხმაურა და ასევე ჰასან სალიჰამიჯიჩის მუშაობა შეაქო რეკორდმაისტერში.
როგორც გამოცემა The Independent-ი იუწყება, ინგლისური საფეხბურთო გრანდი მანჩესტერ "იუნაიტედი", მომავალ კვირას მიუნხენის "ბაიერნს" კონკრეტული სატრანსფერო წინადადებით მიმართავს. წყაროს თქმით, ინგლისელები დაინტერესებულნი არიან, საკუთარი რიგები ერთდროულად ორი "ბავარიელით" შეივსონ. რობერტ ლევანდოვსკი და ტიაგო ალკანტარა "წითელი ეშმაკების" მთავარ სამიზნეებად სახელდებიან.
BeIN Sports: არსენალს კინგსლი კომანი სურს
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი კინგსლი კომანი, ლონდონის "არსენალის" სამიზნე ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა BeIN Sports-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, "მეთოფეები" მზად არიან მიუნხენური კლუბის მესვეურებს, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებისათვის, მსუყე წინადადებით მიმართონ.
უკან 1 ... 4 5 6 7 8 9 10 11 12 ... 293 წინ