22-ოქტ-2017, 02:25
0322
ერთობლივი მუშაობის შედეგად „ბავარიამ“ ჰამბურგში 3 ქულა აიღო და დორტმუნდის „ბორუსიას“ ქულებით გაუთანაბრდა, რომელმაც გასვლით მატჩში ფრანკფურტის „აინტრახტი“ ვერ დაამარცხა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კლასიკურ დაპირისპირებაში ყველაფერი მხოლოდ ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 52-ე წუთზე კორენტენ ტოლისომ გაიტანა.
21-ოქტ-2017, 01:14
0329
ეს შემოდგომა „ბავარიელებისთვის“ უბრალოდ შესანიშნავად მიმდინარეობს! უკვე რამოდენიმე დღეა რაც მიუნხენში სითბო და მზიანი ამინდია, ხოლო 2 მოგების წყალობით, საერთო ანგარიშით 8:0 რეკორდმაისტერის რიგებშიც მზიანი განწყობა სუფევს. შესანიშნავი წინაპირობაა იმისათვის, რომ „ჰამბურგთან“ მატჩშიც ეს გამარჯვებების სერია გააგრძელდეს და პოზიტიურად განეწყონ მოახლოებული მნიშვნელოვანი მატჩების წინ.
15-ოქტ-2017, 19:30
0310
„მატჩის ყურება ერთ სიამოვნებად ღირდა“, - განაცხადა „ბავარიის“ სპორტულმა დირექტორმა ხასან სალიხამიჯიჩმა, „ფრაიბურგთან“ მატჩის შემდეგ. გერმანულმა რეკორდმაისტერმა "ფრაიბურგის" კარში 5 უპასუხო გოლი გაიტანა, რომელიც ამ სეზონში ყველაზე მსხვილი ანგარიშით მოგება გახდა. „ჩვენ კმაყოფილნი ვართ ჩვენი თამაშით“, - განაცხადა თომას მიულერმა.
15-ოქტ-2017, 02:16
0329
5 გოლი, 3 ქულა და კიდევ იუპ ჰაინკესის წარმატებული დაბრუნება „ალიანც არენაზე“, საუკეთესო სცენარით განვითარდა. ამიტომ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ „ფრაიბურგთან“ მატჩის შემდეგ „ბავარიელთა“ რიგებში ყველანი კმაყოფილები იყვნენ. „მნიშვნელოვანი იყო კარგად დაგვეწყო, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს“, - განაცხადა ჰაინკესმა.
2-ოქტ-2017, 22:43
0332
გაცბუნება და გაბრაზება მეფობდა „ბავარიელთა“ რიგებში, ბერლინში 2:2 ანგარიშის შემდეგ. როგორც წინა ტურში „ბავარიელებმა“ კვლავ გაუშვეს ხელიდან 2 ბურთიანი უპირატესობა. „ჩვენ არ გვიჩვენებია ის თამაში, რომელიც დავგეგმეთ. ეს, რასაკვირველია, იმედს გვიცრუებს“, - განაცხადა თომას მიულერმა.
1-ოქტ-2017, 22:11
0342
2 გოლით ბავარიას მე-2 ტაიმის დასაწყისში თამაში მიყავდა, მაგრამ საბოლოოდ ჰერტასთან ქულების გაყოფა მოუწია. „ჩვენთვის შედეგი ცოტა გამაღიზიანებელია“, - განაცხადა მატჩის შემდგომ ვილი სანიოლმა: „მუშაობას უნდა მოვუმატოთ და ბალანსი ვიპოვოთ“ - დაამატა ფრანგმა სპეციალისტმა.
1-ოქტ-2017, 17:35
0303
სეზონის დასაწყისშივე დადიოდა ხმები „ბავარიის“ პრობლემებზე, რომლის კულმინაციაც პარიზში მარცხი გახდა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის დათხოვნა თანამდებობიდან. Sports.ru-s ჟურნალისტი განიხილავს, თუ რამ არ იმუშავა ანჩელოტის სისტემაში.
30-სექ-2017, 04:53
0343
“ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსალოდნელი, მაგრამ მაინც უცაბედი აღმოჩნდა. გერმანიის წამყვანი გამომცემლობები აღნიშულ ფაქტს ეხმაურებიან. თითოეული თავისებურად აშუქებს მის გამომწვევ მიზეზებს. „ბავარიის“ ყოფილი ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი კი ზოგიერთი ფეხბურთელის ძალაუფლებით გაკვირვებულია.
23-სექ-2017, 11:37
0293
22 სექტემბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, „ალიანც არენაზე“ მიუნხენის „ბაიერნსა“ და საფეხბურთო კლუბ „ვოლფსბურგს“ შორის გამართული მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ „რეკორდმაისტერი„ შეხვედრას ორბურთიანი სხვაობით იგებდა, „ბავარიელებმა“ მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანეს და სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს.
20-სექ-2017, 10:40
0324
19 სექტემბერს, გერმანიის ჩემპიონატის მე-5 ტურში, მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად გელზენკირხენის "შალკე 04"-თან იასპარეზა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რობერტ ლევანდოვსკის, ხამეს როდრიგესის და არტურო ვიდალის გოლების წყალობით "ბავარიელთა" აქტივში მორიგი სამი ქულა დაფიქსირდა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.
უკან 1 ... 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 25 წინ