კომენტარები: ჰოფენჰაიმი 2 - 0 ბაიერნი
„ბავარია“ მატჩში დომინირებდა, თუმცა მოგება მოწინააღმდეგეს დარჩა. „ასეთი ხდება ფეხბურთში“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ სეზონში პირველი მარცხის შემდეგ.
სეზონის პირველი მარცხი
ბუნდესლიგის მე-3 ტურში „ბავარიამ“ პირველი მარცხი განიცადა. სტუმრად „ჰოფენჰაიმთან“ რეკორდმაისტერმა ანგარიშით 0:2 (0:1) წააგო. 30 150 ათასი მაყურებლის თვალწინ მიუნხენელები თამაშს უმეტესად აკონტროლებდნენ, მაგრამ მარკ უტმა (27; 51.) 2-ჯერ ცივსისხლიანად გამოიყენა თავისი მომენტები.
ჰუმელსმა გერმანიას მოაგებინა. ლევანდოვსკის წარუმატებელი საღამო
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში, ჩეხეთი - გერმანიის დაპირისპირებისას, მატჩის 88-ე წუთზე მათს ჰუმელსის გოლმა გერმანიის ნაკრებს გამარჯვება ანგარიშით 2:1 მოუტანა. მესუთ ოზილის საგოლე გადაცემის შემდეგ ანგარიში ტიმო ვერნერმა თამაშის მე-4 წუთზე გახსნა, 78-ე წუთზე სტატუს-ქვო ვლადიმირ დარიდამ აღადგინა. 4 სექტემბერს ნორვეგიასთან გამარჯვების შემთხვევაში ბუნდესთიმი მსოფლიო ჩემპიონატზე გარანტირებულ საგზურს მოიპოვებს.
კომენტარები: ვერდერი 0 - 2 ბაიერნი
72 წუთი ცდილობდნენ „ბავარიელები“ გოლის გატანას „ვერდერის კარში“, შემდეგ კი 4 წუთის განმავლობაში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. „რობერტ ლევანდოვსკიმ დღეს დაამტკიცა, რომ ბუნდესლიგაში ის საუკეთესოა და მსოფლიოში კი ერთ-ერთი საუკეთესოთა შორის“ - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა.
მიმოხილვა: ლაიპციგი 4 - 5 ბაიერნი
დღეს გერმანიის ჩემპიონატის რიგით 33-ე ტურის ეგიდით ფეხბურთის გულშემატკივრებმა რამდენიმე დიდებული და უხვგოლიანი დაპირისპირება იხილეს, თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ რომ მათგან ყველაზე გამორჩეული რედ-ბულ არენაზე გამართული მატჩი იყო სადაც ერთმანეთს ლაიპციგი და ბაიერნი დაუპირისპირდნენ.
მიმოხილვა:  ვოლფსბურგი - ბაიერნი
დღეს გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ეგიდით მიუნხენის ბაიერნი „ვოლკსვაგენ არენას“ ეწვია და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ვოლფსბურგს დაუპირისპირდა.
კომენტარები: ბაიერნი 2 - 3 ბორუსია
ყველაფერი ამგვარად არ უნდა დასრულებულიყო. გერმანიის თასის ნახევარფინალში „ბავარიამ“ თავის მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიას“ ანგარიშით 2:3 დაუთმო. მიუნხენელებმა დიდი რაოდენობით მომენტები ვერ გამოიყენეს და ტურნირს მოულოდნელად დაემშვიდობნენ.
2014/15 წლების შემდეგ ბაიერნმა პირველად ვერ გაიმარჯვა ზედიზედ 4 მატჩში
ბუნდესლიგის XXX ტურში მაინცთან რეკორდმაისტერის ფრეს დასჯერდა, მიუნხენელებმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაკარგეს ქულები. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ორივე შეხვედრა სამეფო კლუბის წინააღმდეგ ბავარიელებმა დათმეს 1:2 სახლში და 2:4 სტუმრად.
კომენტარები: ბაიერნი 2 - 2 მაინცი
„ბავარიას“ განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაუჭირდა ბრძოლა „მაინცის“ წინააღმდეგ. „ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი გზა გვეპოვა მატჩში“ - გაღიზიანებული აცხადებს თომას მიულერი. „ბავარიამ“ 2 ჯერ გაიტანა გოლი, მაგრამ ორივეჯერ მხოლოდ ანგარიშს ათანაბრებდა. „არ ვიყავით ჩვეულებისამებრ კომპაქტურები. უკეთესად მე-2 ტაიმში ვითამაშეთ და საბედნიეროდ ანგარიში გავათანაბრეთ“ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
18 აპრილს, უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/4 ფინალური მატჩის ეგიდით, მადრიდის "რეალმა" საშინაო არენაზე, მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი 90 წუთი, გერმანელთა გამრჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა, თუმცა დამატებულ ტაიმებში მადრიდელებმა 3 გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 16 წინ