კომენტარები: ვერდერი 0 - 2 ბაიერნი
72 წუთი ცდილობდნენ „ბავარიელები“ გოლის გატანას „ვერდერის კარში“, შემდეგ კი 4 წუთის განმავლობაში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. „რობერტ ლევანდოვსკიმ დღეს დაამტკიცა, რომ ბუნდესლიგაში ის საუკეთესოა და მსოფლიოში კი ერთ-ერთი საუკეთესოთა შორის“ - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა.
მიმოხილვა: ლაიპციგი 4 - 5 ბაიერნი
დღეს გერმანიის ჩემპიონატის რიგით 33-ე ტურის ეგიდით ფეხბურთის გულშემატკივრებმა რამდენიმე დიდებული და უხვგოლიანი დაპირისპირება იხილეს, თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ რომ მათგან ყველაზე გამორჩეული რედ-ბულ არენაზე გამართული მატჩი იყო სადაც ერთმანეთს ლაიპციგი და ბაიერნი დაუპირისპირდნენ.
მიმოხილვა:  ვოლფსბურგი - ბაიერნი
დღეს გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ეგიდით მიუნხენის ბაიერნი „ვოლკსვაგენ არენას“ ეწვია და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ვოლფსბურგს დაუპირისპირდა.
კომენტარები: ბაიერნი 2 - 3 ბორუსია
ყველაფერი ამგვარად არ უნდა დასრულებულიყო. გერმანიის თასის ნახევარფინალში „ბავარიამ“ თავის მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიას“ ანგარიშით 2:3 დაუთმო. მიუნხენელებმა დიდი რაოდენობით მომენტები ვერ გამოიყენეს და ტურნირს მოულოდნელად დაემშვიდობნენ.
2014/15 წლების შემდეგ ბაიერნმა პირველად ვერ გაიმარჯვა ზედიზედ 4 მატჩში
ბუნდესლიგის XXX ტურში მაინცთან რეკორდმაისტერის ფრეს დასჯერდა, მიუნხენელებმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაკარგეს ქულები. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ორივე შეხვედრა სამეფო კლუბის წინააღმდეგ ბავარიელებმა დათმეს 1:2 სახლში და 2:4 სტუმრად.
კომენტარები: ბაიერნი 2 - 2 მაინცი
„ბავარიას“ განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაუჭირდა ბრძოლა „მაინცის“ წინააღმდეგ. „ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი გზა გვეპოვა მატჩში“ - გაღიზიანებული აცხადებს თომას მიულერი. „ბავარიამ“ 2 ჯერ გაიტანა გოლი, მაგრამ ორივეჯერ მხოლოდ ანგარიშს ათანაბრებდა. „არ ვიყავით ჩვეულებისამებრ კომპაქტურები. უკეთესად მე-2 ტაიმში ვითამაშეთ და საბედნიეროდ ანგარიში გავათანაბრეთ“ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
18 აპრილს, უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/4 ფინალური მატჩის ეგიდით, მადრიდის "რეალმა" საშინაო არენაზე, მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი 90 წუთი, გერმანელთა გამრჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა, თუმცა დამატებულ ტაიმებში მადრიდელებმა 3 გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს.
ვიდალი: რეალი შეშინდა და არბიტრის შოუც დაიწყო
“ბავარიის“ ჩილელი ნახევარმცვლელი არტურო ვიდალი, რომელიც გაძევებული იქნა მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებისას ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალურ მატჩში, უკმაყოფილებას გამოთქვამს ვიქტორ კაშაის მიერ ჩატარებულ მსაჯობაზე.
ბოატენგი: არ ვიცი რატომ არ იღებდნენ რეალის ფეხბურთელები ყვითელ ბარათებს
ეს ნამდვილი დრამა იყო! „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ „ბავარიელებმა“ ყველა ძალა გაიღეს, ანგარიში 2:1 მიყავდათ, მაგრამ დამატებით დროში საკუთარ კარში გოლები მიიღეს. 10 კაცითა და რამოდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელით დარჩენილმა „ბაიერნმა“ მატჩის ბედი ვერ შემოაბრუნა. „რეკორდმაისტერის“ კარის დარაჯს ჟერომ ბოატენგს უძნელდება იმის გაგება, თუ რატომ დაუშვეს მსაჯებმა ამდენი შეცდომა ერთ მატჩში. რომელიც რიგითი მატჩს ნამდვილად არ წარმოადგენდა.
კომენტარები: რეალი 4 - 2 ბაიერნი
“ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც ყველაფერი დადეს და თავი მსხვერპლად გაწირეს“ ამ სიტყვებით გამოვიდა კარლო ანჩელოტი პრეს-კონფერენციაზე მას შემდეგ, რაც მეოთხედფინალურ მატჩში „ბაიერნი“ მადრიდის „რეალთან“ 4:2 დამარცხდა. „ ის ვინც დღეს ფეხბურთელებზე საყვედურს იტყვის ძალიან ცდება“ - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და გუნდის ხასიათი შეაქო, გუნდი, რომელიც უმცირესობაში იბრძოდა, მაგრამ იღბალმა და მსაჯმა ზურგი აქცია.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 19 წინ