» » სტატისტიკა

2-09-2018, 10:44
0141
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა, ანგარიშით 0-3 იმარჯვეს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეც დამკვიდრდნენ. გერმანიის ჩემპიონატის ახალ სეზონში, "ბავარიელთა" სვლას თამამად შეგვიძლია წარმატებული ვუწოდოთ. "შტუტგარტთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების წყალობით "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის ლიდერის რანგში გვევლინება. გასვლით მატჩში მიღწეული ეს გამარჯვება იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ იგი რიგით მეოთხასეა. ზემოხსენებულ დუელში კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი იკვეთება.
24-08-2018, 17:06
0113
პარასკევს საღამოს, თბილისის დროით 22:30 საათზე, "ალიანც არენა" ზედიზედ მეექვსედ იქცევა იმ ადგილად, სადაც სტარტს ბუნდესლიგის ახალი სეზონი აიღებს. როგორც მოგეხსენებათ, "ბავარიელთა" სტადიონმა ზაფხულის პერიოდში ღრმა მოდერნიზაცია გაიარა და ახლა მზად არის პირველ ოფიციალურ შეხვედრასაც სათანადოდ უმასპინძლოს. fcbayern.com წარმოგიდგენთ საინტერესო ციფრებს და ფაქტებს, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გასამართ პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით.
15-04-2018, 12:15
0147
მიუნხენის "ბაიერნმა" დაამარცხა რა მიონხენგლადბახის "ბორუსია" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლაც ჩინებულ ფორმაში იმყოფება. იუპ ჰაინკესის შეგირდებმა, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გამართული ბოლო ექვსი შეხვედრის განმავლობაში 26-ჯერ აიღეს მეტოქე გუნდის კარი. საკუთარ ბადეში კი მხოლოდ 4 ბურთი მიიღეს. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით.
14-04-2018, 17:52
0129
დღეს მიუნხენის "ბაიერნი" თავის პირველ დაპირისპირებას გამართავს გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით, მას შემდეგ რაც კლუბმა ზედიზედ მეექვსედ მოახერხა ჩემპიონის ტიტულის გაფორმება. მართალია მიუნხენელებისათვის ყველაფერი უკვე გარკვეულია, თუმცა ისტორია ცხადყობს, რომ ამ გუნდებს შორის ორთაბრძოლა მოსაწყენი არასოდეს ყოფილა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, ზემოხსენებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
7-12-2016, 02:10
0101
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე მადრიდის ატლეტიკოსთან გამართა. მიუხედავად იმისა, რომ პირველადგილოსანის ვინაობა უკვე ცნობილი გახლდათ კარლო ანჩელოტის შეგირდებმა რევანშის აღება მოახერხეს და რობერტ ლევანდოვსკის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის წყალობით მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
3-12-2016, 01:46
0140
ბუნდესლიგის XIII ტურში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად მარტინ შმიდტის შეგირდებს ესტუმრნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მატჩის დაწყებიდან უამლვე კონტრშეტევაზე კოლუმბიელმა კორდობამ ანგარიშის გახსნა მოახერხა, თუმცა ბავარიელებმა რობერტ ლევანოდვსკის დიდებული თამაშის წყალობით უმალ აღადგინეს წონასწორობა, ხოლო საბოლოოდ დამაჯერებლად 1:3 გაიმარჯვეს.
19-11-2016, 23:51
0106
ბუნდესლიგის XI ტურში სიგნალ იდუნა პარკზე დორტმუნდის ბორუსიამ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა მომენტებით დახუნძლული და საკმაოდ ემოციური გამოდგა. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში მოუმატეს, თუმცა პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლის გაქვითვა ვერ მოახერხეს და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნიეს.
5-11-2016, 23:21
0120
ბუნდესლიგის X ტურში მიუნხენის ბაიერნმა ალიანს არენაზე ჰოფენჰაიმს უმასპინძლა. დღევანდელ შეხვედრაში ტაბლოზე დაფიქსირებული ორივე გოლი ჰოფენჰაიმის ფეხბურთელებმა გაიტანეს. მიუხედავად დაძაბული ორთაბრძოლისა და ბაუმანის კართან შექმნილი არაერთი სახიფათო მომენტისა კარლო ანჩელოტის შეგირდებმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს და ყაიმს დასჯერდნენ.