» » გვერდი 16

ზამერი: ბაიერნი სერხიო რამოსით არ ინტერესდება
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, Sky-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრესაში გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეკორდმაისტერი მადრიდის რეალის 28-წლის მცველის, სერხიო რამოსის, შეძენით დაინტერესებული არ არის და გავრცელებული ხმები მხოლოდ ჭორებია.
Sport1: ბაიერნი მესუიტ იოზილით არ ინტერესდება
Sport1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოლო დროს გავრცელებული ჭორები თითქოს მიუნხენის ბაიერნი 25-წლის გერმანელი ნახევარმცველით, მესუიტ იოზილით, არის დაინტერესებული სიმართლეს არ შეესაბამება.
ბაიერნი და დორტმუნდი ჰოლანდიელი ვუნდერკინდით ინტერესდებიან
GOAL-ზე დაყრდნობით მიუნხენის ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია ტვენტეს ახალგაზრდული გუნდის ჰოლანდიელი ახალგაზრდა ვუნდერკინდით ბილალ ოულდ ჩიკით ინტერესდებიან, რომელიც მის ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.
The Telegraph: ბაიერნი არტურ ბორუცით ინტერესდება
ცნობილ ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ზე დაყრდნობით რეკორდმაისტერი, რომელიც ამჟამად მანუელ ნოიერის შემცვლელ მეორე მეკარეს ეძებს, საუთჰემპტონის გოლკიპერით, 34-წლის არტურ ბორუცით ინტერესდება და უახლოეს პერიოდში ეცდებიან მიუნხენში გადმოიბირონ პოლონელი მეკარე.
ბაიერნი მატია პერინის აგენტს დაუკავშირდა
იტალიურ სპორტულ გამოცემა Calcio News-ზე დაყრდნობით მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა ჯენოას 21-წლის იტალიელი გოლკიპერის, მატია პერინის, აგენტს Roggi Sportmanagement-ის ხელმძღვანელს მატეო როჯის დაუკავშირდა ახალგაზრდა მეკარის რეოკორდმაისტერში ტრანსფერის შესახებ.
რუმენიგე: ბაიერნი ხედირათი არ ინტერესდება
მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, უარყო ჭორები თითქოს და რეკორდმაისტერი სემი ხედირათი არის დაინტერესებული და შემდეგი სეზონის დასრულების შემდეგ გერმანელი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდოდა ბაიერნში.
მონაკოს არიენ რობენის გადაბირება სურს
RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგული მონაკო ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. წყაროს მიხედვით ფრანგები მზად არიან რეკორდმაისტერის ჰოლანდიელი გარემარბის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადონ.
ბაიერნმა კეილორ ნავასი შეიძინა
Teletica Deportes-ზე დაყრდნობით მიუნხენის ბაიერნმა ლევანტეს 27 წლის მეკარე კეილორ ნავასის გამოსყიდვისთვის აუცილებელი თანხა 10 მილიონი ევრო გადაიხადა და კოსტა-რიკელი მეკარე რეკორდმაისტერს უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოუერთდება.
TMW - ალექსი სანჩესი ტონი კროოსის სანაცვლოდ?
Transfermarketweb-ზე დაყრდნობით კატალონიის ბარსელონა მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ნახევარმცველით, ტონი კროოსით, არის დაინტერესებული. კატალონიური კლუბი მზადაა რეკორდმაისტერს 24-წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩილელი შემტევ გარემარბს ალექსი სანჩესს შეელიონ.
ბაიერნი კონსტანტინოს მანოლასით ინტერესდება
გერმანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი ოლიმპიაკოსისა და საბერძნეთის ნაკრების ცენტრალური მცველით კონსტანტინოს მანოლასით ინტერესდება, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა რეკორდმაისტერში გადმოვიდეს.
უკან 1 ... 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 წინ