» » გვერდი 5

Kicker: შესაძლოა ბაიერნმა სანჩესი და კოშტა გაყიდოს
ერთ-ერთი ცნობილი სპორტული გამოცემა Kicker-ი ავრცელებს საკმაოდ საინტერესო ვერსიას რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას ეხება, გამოცემის აზრით მიმდინარე წელს საკმაოდ ბევრი მოთამაშე შეიცვლის ამჟამინდელ კლუბს რომელთა რიგებში რენატო სანჩესი და დუგლას კოშტაც არიან.
ბოატენგი
Kicker -ის ინფორმაციით, “რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის მიმართ ინტერესს იჩენს.
რიკ კარსდორპი ლამის მაგივრად?
მიუნხენური კლუბი აგრძელებს ფილიპ ლამის შემცვლელის ძებნას დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ადრე გერმანული პრესა იტყობინებოდა, რომ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მზადაა ნახევარმცველი იოშუა კიმიხი, მომდევნო სეზონზე დაცვის მარჯვენა ფლანგზე გამოიყენოს. ამის მიუხედავად, მიუნხენური გრანდი „ფეინოორდის“ მცველით რიკ კარსდორპითაა დაინტერესებული იტყობინება De Telegraaf.
ანჩელოტის 100 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი ტრანსფერებისთვის
ზაფხულში მიუნხენური გრანდი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და რამოდენიმე ვარკვლავის შეძენას აპირებს. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Welt იუწყება, „ბავარია“ მზადაა მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის ტრანსფერებზე 100 მილიონი ევრო გამოუყოს. თუ როგორ გამოიყენებს ამ თანხას იტალიელი ჯერ უცნობია.
Transfermarkt: ლივერპულს დუგლას კოშტა სურს
ცნობილი საფეხბურთო გამოცემა ავრცელებს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას რომლის თანახმადაც მიუნხენის ბაიერნის განაპირა ნახევარმცველი მერსისაიდულ კლუბს სურს, საუბარია დუგლას კოშტაზე რომელიც კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
Sport Bild: გორეცკა ანჩელოტის რადარზე
"ბავარიელთა" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, დაინტერესებულია გელზენკირხენის "შალკე 04"-ის ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას ტრანსფერის განხორციელებით. ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, იტალიელ სპეციალისტს, სწორედ ხსენებული ფეხბურთელის ხილვა სურს, ჩაბი ალონსოს ღირსეულ შემცვლელად.
Sport Bild:
როგორც SportBild იუწყება „ბავარიასა“ და „არსენალს“ შორის ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგა.
ანჩელოტი ანდრეა კონტის აკვირდება
როგორც Calciomercato იუწყება მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი „ატალანტის“ მარჯვენა მცველი ანდრეა კონტის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.
Kicker: ბაიერნი კაილ უოკერსა და ალექსის სანჩესს აკვირდება
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Kicker-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის ტექნიკური დირექტორი, მიხაელ რეშკე, ინგლისის თასის 1/2 ფინალური ეტაპის ორივე შეხვედრას დაესწრო. Kicker-ის ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ბავარიელები კაილ უოკერსა და ალექსის სანჩესს აკვირდებიან.
Don Balon: ბაიერნს ლუკა მოდრიჩი სურს
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმხინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი მადრიდის რეალის ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის შეძენა იქნება.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 16 წინ