Tuttosport: ბაიერნი კლაუდიო მარკიზიოს სანაცვლოდ €50 მილიონს იხდის
ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის მომავალმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, კლუბის ხელმძღვანელობას ტურინის იუვენტუსის ცენტრალური ნახევარმცველის, კლაუდიო მარკიზიოს, შეძენის თხოვნით მიმართა.
GOAL: არტურო ვიდალი ბაიერნის დატოვებას არ აპირებს
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთმა ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემამ არტურო ვიდალის სახელს ლონდონის ჩელსი დაუკავშირა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩილელი ნახევარმცველით თავად არისტოკრატების მომავალი მწვრთნელი ანტონიო კონტეა დაინტერესებული, თუმცა ვიდალი ბაიერნის დატოვებას არ აპირებს.
Sky: ოტმარ ჰიტცფელდი გიოტცეს ბაიერნში დარჩენას ურჩევს
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა, ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა Sky-თან ინტერვიუში ბავარიელთა ნახევარმცველზე, მარიო გიოტცეზე, ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელის კარიერისთვის კარგი იქნება თუ გუნდის შეცვლას გადაიფიქრებს.
ფრანკ რიბერი: კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ არ გვისაუბრია
მიუნხენის ბაიერნის შემტევმა გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ, ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელის თქმით ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა, თუმცა რიბერის თამაში ჯერ კიდევ სურს.
Sport1: ტომას ბერტოლდი დორტმუნდში გიოტცეს ადგილს ვერ ხედავს
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტომას ბერტოლდმა, ცნობილ გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან საუბარში მიუნხენის ბაიერნის გამთამაშებელზე, მარიო გიოტცეზე ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის აზრით 23 წლის ახალგაზრდა გერმანელის ადგილი დორტმუნდის ბორუსიის ამჟამინდელ ფორმაციაში არ არის.
Sport Bild: რობერტ ლევანდოვსკი რეალის შესახებ ჭორებს უარყოფს
მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ცნობილ გერმანულ სპოტულ გამოცემა Sport Bild-თან ინტერვიუში ბოლო დროს პრესაში გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა. რეკორდმაისტერის ფორვარდის თქმით რას ავრცელებს პრესა მისთვის სულერთია, რადგან ახლა მხოლოდ ბაიერნზე ფიქრობს.
Bild: ვაცკე მარიო გიოტცეს დორტმუნდში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის
დორტმუნდის ბორუსიის გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოჰამ ვაცკემ, ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების გამთამაშებელზე, მარიო გიოტცეზე, ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში დაბრუნებას გადაწყვეტს ამას ყველა მიესალმება.
Corriere dello Sport: გონსალო იგუანმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა
ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნაპოლის ხელმძღვანელობა გონსალო იგუანის შენარჩუნებას ცდილობს, რატომაც არგენტინელ თავდამსხმელს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს და მომავალი სეზონიდან ხელფასის მომატებასაც დაპირდნენ.
The Guardian: ლივერპული მარიო გიოტცეს შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლივერპულს, რომლის მთავარი მწვრთნელიც იურგენ კლოპია, უკვე დიდი ხანია მარიო გიოტცეს შეძენა სურს და სწორედ გერმანელი სპეციალისტის ინიციატივა იყო 23-წლის ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებების ყიდვა.
DH: რომელუ ლუკაკუ ბაიერნის შემოთავაზების განსახილველად მზადაა
ევერტონის ბელგიელმა თავდამსხმელმა ცნობილ ინტერნეტ პორტალ DH-თან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლონდონის ჩელსიში დაბრუნებას არ აპირებს, ხოლო მიუნხენის ბაიერნის ინტერესი ძალიან სიამოვნებს და მზადაა რეკორდმაისტერის შემოთავაზების განსახილველად.
უკან 1 ... 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 27 წინ