საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" 22 წლის შემტევმა ტიმო ვერნერმა, ინტერნეტ-გამოცემა FourFourTwo-სთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ვერნერის განცხადებით იგი გადაწყვეტილების მიღებისას, სიჩქარეს არ გამოიჩენს და ყველაფერს დეტალურად განსჯის.
მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელზეც საკონტრაქტო უფლებები მადრიდის "რეალს" აქვს, შესაძლოა "სამეფო" გუნდს დაუბრუნდეს, მას შემდეგ რაც არენდის ხელშეკრულებას, მოქმედების ვადა ამოეწურება.
„ბაიერნის“ ესპანელმა მარცხენა მცველმა ხუან ბერნატმა კლუბი დატოვა და „პარის სან-ჟერმენს“ შეუერთდა. პარიზულ კლუბთან ესპანელმა 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
სებასტიან რუდიმ მიუნხენური კლუბი დატოვა და საკუთარ საფეხბურთო კარიერას, გელზენკირხენის "შალკე 04"-ის შემადგენლობაში გააგრძელებს. 28 წლის საყრდენმა ნახევარცველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაირა და კლუბთან 4 წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი სებასტიან რუდი კლუბს ემშვიდობება. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი გერმანული გამოცემა Kicker ავრცელებს. 28 წლის ფეხბურთელმა ხსენებულ წყაროსთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და აღნიშნა, რომ ყველა დეტალი ორშაბათ დღეს გახდება ცნობილი.
როგორც პრესაში დაიწერა, მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველით ადრე "ლაიფციგი" ინტერესდებოდა. ახლა კი პრესა სებასტიან რუდის "შალკეს" აკავშირებს. როგორც გერმანული ავტორიტეტული გამოცემა "sportbild"-ი იუწყება "S04"-ის მწვრთნელი დომინიკო ტედესკო რუდის მიუნხენის აეროპორტში შეხვდა.
პრესაში ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი", ხორვატიის ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველით ივან რაკიტიჩით ინტერესდება. ესპანური სპორტული გაზეთი "Mundo Deportivo" ინფორმაციით "ბაიერნი" სერიოზულად არის დაინტერესებული რაკიტიჩით.
არტურო ვიდალის ირგვლივ სატრასფერო საგა დასრულებულია, მომავალი სეზონიდან ჩილელი ნახევარმცველი კატალონიის ბარსელონას ღირსებას დაიცავს.
“ბავარიის“ ჩილელი ნახევარმცველის სატრანსფერო ამბები დასასრულს უახლოვდება. არტურო ვიდალი ახლოს იყო „ინტერში“ გადასვლასთან, თუმცა ბოლო ინფორმაციით „ბარსელონამ“ რეკორდმაისტერის შუახაზელს მეტი ხელფასი შესთავაზა და უკეთესი პირობები და თუ არტურო ვიდალი სამედიცინო შემოწმებას წარმატებით გაივლის მისი ტრანსფერი უკვე ამ კვირაში წარმატებულად დასრულდება.
ბოლო პერიოდში პრესა აქტურად აკავშირებდა არტურო ვიდალსა და მილანის "ინტერს" ერთმანეთთან. ზოგმა გამოცემამ ისიც კი დაწერა რომ ჩილელ ნახევარმცველს პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული ჰქონდა და ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმება იყო დარჩენილი. როგორც ჩანს ეს ასე არ არის. მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენ ნახევარმცველს, ამჯერად თვალი კატალონიის "ბარსელონამ" დაადგა.
უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 33 წინ