31-ივლ-2018, 19:04
0223
მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, მილანის "ინტერში" გადადის. როგორც ჩანს ჩილელი ფეხბურთელი ახლოს არის სერია -A -ში დაბრუნებასთან. იტალიური მედიის ინფორმაციით "ბაიერნმა" "ინტერს" მწვანე შუქი აუნთო და მილანურ კლუბს არტუროს შეძენის უფლება მისცა. შეგახსენებთ, 31 წლის ნახევარმცველს "ბავარიასთან" კონტრაქტი 1 წლის შემდეგ ეწურება.
26-ივლ-2018, 10:26
0256
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, პარი სენ-ჟერმენის რიგებში ჟერომ ბოატენგის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ხსენებული მოლაპარაკებათა პროცესი, ჯერ მხოლოდ საწყის სტადიაზეა.
24-ივლ-2018, 17:57
0209
მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებისათვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს ცნობილი სპორტული გამოცემა Kicker-ი. წყაროს თქმით, ინგლისური საფეხბურთო კლუბი მანჩესტერ "იუნაიტედი" დაინტერესებულია, "ბავარიელთა" ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის ტრანსფერით და უახლოეს მომავალში ბრიტანელები კონკრეტული წინადადების გაჟღერებასაც გეგმავენ.
24-ივლ-2018, 14:12
0224
ცნობილი გერმანული გამოცემა "BILD"-ი იუწყება, რომ ჩილელი ნახევარმცველის ყიდვით დაინტერესებულია იტალიური კლუბი, კერძოდ კი მილანის "ინტერი" . "ბაიერნის" 31 წლის საყრდენის სანაცვლოდ "ნერაძური" 20 მილიონს იხდის, თუმცა ეს თანხა მიუღებელია გერმანიის "რეკორდმაისტერისათვის" და მინიმუმ 10 მილიონით მეტს ითხოვს -ამტკიცებს ზემოხსენებული წყარო.
19-ივლ-2018, 13:48
0210
როგორც გამოცემა The Independent-ი იუწყება, ინგლისური საფეხბურთო გრანდი მანჩესტერ "იუნაიტედი", მომავალ კვირას მიუნხენის "ბაიერნს" კონკრეტული სატრანსფერო წინადადებით მიმართავს. წყაროს თქმით, ინგლისელები დაინტერესებულნი არიან, საკუთარი რიგები ერთდროულად ორი "ბავარიელით" შეივსონ. რობერტ ლევანდოვსკი და ტიაგო ალკანტარა "წითელი ეშმაკების" მთავარ სამიზნეებად სახელდებიან.
19-ივლ-2018, 11:24
0233
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი კინგსლი კომანი, ლონდონის "არსენალის" სამიზნე ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა BeIN Sports-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, "მეთოფეები" მზად არიან მიუნხენური კლუბის მესვეურებს, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებისათვის, მსუყე წინადადებით მიმართონ.
14-ივლ-2018, 11:32
0260
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, ფრანგული საფეხბურთო კლუბის, "პარი სენ-ჟერმენის" ინტერესის სფეროში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა Culture PSG-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, პარიზელები მზად არიან, ხსენებული ტრანსფერის განსახორციელებლად 35 მილიონი ევრო გაიღონ, ხოლო თავად ფეხბურთელს, წლიური ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო დაუნიშნონ.
5-ივლ-2018, 17:47
0229
ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იუწყება, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" შეთანხმებას მიაღწია ბენჟამინ პავარისთან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ნიჭიერი ფრანგი ფეხბურთელი, გუნდს 2019 წელს შეუერთდება. სახელდება კონკრეტული თანხაც, როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, "რეკორდმაისტერი" ხსენებული ტრანსფერის განსახორციელებლად მზად არის 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.
19-მაი-2018, 02:06
0295
მიუნხენურმა კლუბმა 20 წლის ვინგერში 60 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა ლევერკუზენის „ბაიერს“, იუწყება ESPN, მოლაპარაკებებთან ახლოს მყოფ პირზე დაყრდნობით.
18-მაი-2018, 17:36
0256
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ჰამბურგმა იან-ფიეტ არპზე ბრძოლა წააგო. „ჰამბურგის“ 18 წლის თავდამსხმელი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს იუწყება გერმანული ინტერნეტ-გამოცემა BILD.
უკან 1 ... 3 4 5 6 7 8 9 10 11 ... 34 წინ