კორენტინ ტოლისო ოფიციალურად წარსდგა „ბავარიის“ ფეხბურთელად. ორშაბათს, დაახლოებით 4 კვირის შემდეგ კონტრაქტზე ხელმოწერიდან, კლუბის ახალწვეულმა თავისი პირველი სამუშაო დღე ჩაატარა ზაბენერშტრასეზე.
არსებობდა მოსაზრება რომლის თანახმადაც მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ბავარიული კლუბის მთავარი შენაძენი ჩილელი ვინგერი ალექსის სანჩესი უნდა ყოფილიყო თუმცა როგორც ჩანს ლონდონის არსენალის ლიდერით პეპ გვარდიოლაც სერიოზულადაა დაინტერესებული.
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობასა და ლონდონის "არსენალის" ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის აგენტს, ფერნანდო ფელიჩევიჩს შორის, აქტიური წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთამერიკული სპორტული გამოცემა El Mercurio ავრცელებს. წყაროს თქმით, ზემოხსენებული მოლაპარაკებების თემა, ტრანსფერის ფინანსურ საკითხებს ეხება.
მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის დუგლას კოშტას ტრანსფერისათვის, ტურინის "იუვენტუსი" და მანჩესტერ "იუნაიტედი" იბრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სპორტული გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, ბრაზილიელი ვინგერის, გერმანული საფეხბურთო კარიერის გაგრძელება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორედ ზემოაღნიშნული, ეს ორი ევროპული გრანდი მოიაზრება მთავარ პრეტენდენტებად, ხსენებული ფეხბურთელისათვის ბრძოლაში.
“შალკე 04“-ის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჰაიდელმა პრესაში გავრცელებულ ჭორებს უპასუხა, სადაც აქტიურად იწერება „ხუმარების“ ნახევარმცველის ლეონ გორეცკათი მიუნხენური კლუბის დაინტერესების შესახებ.
იტალური პრესის ცნობით „იუვენტუსი“ მზადაა მიუნხენის „ბავარიის“ ხელმძღვანელობას შეხვდეს, რათა ბრაზილიელი ვინგერის დუგლას კოსტას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმართოს.
ტურინის „იუვენტუსმა“ „ბავარიისაგან“ მეჰდი ბენატიას უფლებები გამოისყიდა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში მაროკოელი ფეხბურთელი (30) გამოსყიდვის უფლებით ტურინში 1 წლიანი არენდის ხელშეკრულებით გადაბარგდა.
“არსენალის“ თავდამსხმელი ალექსის სანჩესის შეძენა პსჟ-სთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, მაგრამ როგორც ფრანგული ინტერნეტ-გამოცემა Le Parisien იუწყება, ჩილელმა კარიერის გაგრძელება მიუნხენის „ბაიერნში“ აირჩია.
ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Transfermarkt საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, საქმე ეხება ალექსის სანჩესის მოსალოდნელ ტრანსფერს რომელიც შეიძლება მომავალი სეზონიდან ბავარიული კლუბის მაისურით ვიხილოთ.
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი, ავრცელებს ინფორმაციას, რომ კლუბმა, ტურინის "იუვენტუსიდან" კინგსლი კომანის, გამოსყიდვის უფლება გამოიყენა და ფრანგი შემტევი ნახევარმცველი, ამიერიდან "რეკორდმაისტერის" სრულუფლებიანი წევრი გახდა. შეგახსენებთ, სწორედ მიმდინარე წლის, აპრილის თვის ბოლომდე ჰქონდა, გერმანულ გრანდს ვადა, გამოეყენებინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ,ზემოაღნიშნული ოფცია.
უკან 1 ... 5 6 7 8 9 10 11 12 13 ... 33 წინ