» » ფილ ნევილი: ჯონ სტოუნსი ბაიერნში ან რეალში გადავა

ფილ ნევილი: ჯონ სტოუნსი ბაიერნში ან რეალში გადავა

22-ნოე-2015, 21:44
0435
ვალენსიას მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ფილ ნევილმა, ცნობილ ბრიტანულ სპორტულ გამოცემა Daily Mai-თან ინტერვიუში ინგლისის ნაკრებისა და ევერტონის ახალგაზრდა ცენტრალურ მცველზე, ჯონ სტოუნსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მალე ბაიერნში ან რეალში გააგრძელებს კარიერას.

21 წლის ფეხბურთელი ბრენსლის აღზრდილია, ხოლო ევერტონის ღირსებას 2012/13 წლების სეზონიდან იცავს. ჯონ სტოუნსს მოქმედი კონტრაქტი ბრიტანულ კლუბთან 2019 ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ზე დაყრდნობით ცენტრალური მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი £ 17.50 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

"ძალიან მიხარია, რომ ინგლისის ნაკრებში ასეთი ფეხბურთელები არიან. აშკარაა, რომ ჯონი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდება. დარწმუნებული ვარ, რომ სტოუნსი უახლოეს პერიოდში მიუნხენის ბაიერნში ან მადრიდის რეალში გააგრძელებს კარიერას. გავიგე, რომ კლუბები უკვე ადევნებენ მას თვალყურს. როდესაც მასზე მესაუბრებიან ფერდინანდი მახსენდება. საფეხბურთო ისტორიები მეორდება", - მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელის სიტყვებს ციტირებს Daily Mail-ი.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..