» » FCB: ბაიერნი ამერიკის ტურნეში მიემგზავრება

FCB: ბაიერნი ამერიკის ტურნეში მიემგზავრება

25-ივლ-2016, 01:15
0477
ორშაბათს 25 ივლისს „ბავარია" სეზონისწინა მომზადების ფარგლებში ამერიკის ტურნეში მიემგზავრება. „გვსურს ჩვენი ქვეყანა, კლუბი და ბუნდესლიგა წარმოვადგინოთ. მეტად საინტერესო მოგზაურობა გველის" - აღნიშნა გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა. მიუნხენელები 11 დღე დაჰყოფენ ტურნეში. დასაწყისში გუნდი ჩიკაგოში გაემგზავრება, შემდეგ კი შარლოტში და ნიუ-იორკში.

რეკორდმაისტერი პირველად მიიღებს საერთაშორისო ჩემპიონთა თასში (International Champions Cup) მონაწილეობას.
აღნიშნული ტურნირის ფარგლებში კარლო ანჩელოტის გუნდი შემდეგ მოწინააღმდეგეებს შეხვდება: (მითითებულია ევროპის დრო)
• „მილანი" (ხუთშაბათი, 28 ივლისი, 3:30) - ჩიკაგო
• მილანის „ინტერი" (შაბათი, 30 ივლისი, 23:00) - შარლოტ
• მადრიდის „რეალი" (ხუთშაბათი, 4 აგვისტო, 1:30) ნიუ-იორკი

ევრო 2016-ში მონაწილე ფეხბურთელების უმეტესობა შვებულებაში იმყოფება, ამას დაემატა ტრავმირებული რობენისა და კოსტას არ ყოფნაც, მაგრამ, ამის მიუხედავად „ბავარია" ამერიკაში მებრძოლი შემადგენლობით მიდის:
ლამი, რიბერი, ალონსო, მარტინესი, ალაბა, ვიდალი, ტიაგო, ბადშტუბერი, რაფინია, ბერნატი, გრინი, ულრაიხი, შტარკე, ფრუხტლი, ტილმანი, ოზთურქი, ფელდხანი, დორში, ჰოისპერი, ლაპე, პანტოვიჩი, კრნიჩკი, ბენკო.

„თუ გსურს რომ კონკურენცია გაუწიო დიდ კლუბებს, მსოფლიო უნდა მოიარო. გერმანიის ფარგლებს გარეთ „ბაიერნს" მრავალი გულშემატკივარი ჰყავს და მათ იმის საშუალება უნდა მივცეთ, რომ პირისპირ შეხვდნენ ჩვენს ვარსკვლავებს და ნიჭიერ ფეხბურთელებს" - განაცხადა ინტერნაციონალიზაციის საკითხებში რეკორდმაისტერის საბჭოს დირექტორმა - იორგ ვაკერმა. „ბაიერნი მოუთმენლად ელოდება ამ საინტერესო ტურნეს ამერიკაში".
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..