» » მომავალი მეტოქე: ფრაიბურგი

მომავალი მეტოქე: ფრაიბურგი

16-იან-2017, 20:05
0444
ბუნდესლიგა ბრუნდება! ზამთრის შესვენების შემდეგ კლუბები 2016/2017 წლების საფეხბურთო სეზონს კვლავაც განაგრძობენ. გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრეც სწორედ მომდევნო ტურში დასრულდება რომელშიც მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბუნდესლიგის მერვე ადგილოსან გუნდს საკუთარ სტადიონზე ეწვევა.

სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს კი ფრაიბურგი იკავებს რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად გამოიყუირება, ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 5 დაპირისპირებაში შავ-თეთრები მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, ჯამში კი 8 ქულა მოიპოვეს რომლის საშუალებითაც საგრძნობლად დაშორდნენ გასავარდნ ზონას.

მიუნხენის ბაიერნმა კი დეკემბრის თვეში არაჩვეულებრივი შედეგი დადო, ბავარიელებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს მაინცი(1:3), მადრიდის ატლეტიკო (ჩ.ლ. 1:0), ვოლფსბურგი (5:0), დარმშდადტი (0:1) და ლაიპციგი (3:0).

სწორედ ლაიპციგის ძლევის შემდეგ მიიღო ბაიერნმა ზამთრის ჩემპიონის სტატუსი რომელშიც სერიოზულ კონკურენციას სწორედ რედ-ბულ არენის ბინადრები უწევდნენ.

ახალი წლის შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა შეკრება დოჰაში გაიარა სადაც ერთი ამხანაგური მატჩი ბელგიური ეუპენის წინააღმდეგ გამართა და ხუთ ბურთიანი უპირატესობით იმარჯვა კიდეც, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი რეკორდმაისტერი ტელეკომის თასის გამარჯვებული გახდა რომლის ფინალშიც მაინცს მინიმალური სხვაობით აჯობა.

ზამთრის არდადეგები საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა ფრაიბურგმაც, ბუნდესლიგის XVI ტურში ინგოლშდადტის დამარცხების შემდეგ კლუბმა ამხანაგური მატჩები ისეთი გუნდების წინააღმდეგ ჩაატარა როგორებიც არიან: ვადუცი (ლიხტენშტეინი), პსვ (ჰოლანდია), სპარტა (ჩეხეთი) და ბრიუგე (ბელგია)

საინტერესოა რომ ბაიერნსა და ფრაიბურგს შორის გამართული უკანასკნელი დაპირისპირება რომელიც 2015 წლის 15 მაისს შედგა ფრაიბურგმა მოიგო, მართალია ბავარიელები ბასტიან შვაინშტაიგერმა კი დააწინაურა თუმცა მასპინძლებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და მეტოქის კარში 2 გოლიც გაიტანეს.

შეგახსენებთ რომ მატჩი შვარცვალდ-შტადიონზე პარასკევს თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..