» » მარტინესი სეზონის დარჩენილ შეხვედრებში "ბაიერნს" ვერ დაეხმარება

მარტინესი სეზონის დარჩენილ შეხვედრებში "ბაიერნს" ვერ დაეხმარება

10-მაი-2017, 11:47
0324
ხავი მარტინესთან დაკავშირებით, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი. როგორც განცხადებიდან ირკვევა, ესპანელმა ლეგიონერმა სამშობლოში ყოფნის დროს, ლავიწის ძვლის მოტეხილობა მიიღო და მისთვის მიმდინარე საფეხბურთო სეზონი ფაქტობრივად დასრულებულია.

ზემოხსენებული შემთხვევა კვირა დღეს, ესპანეთის მთებში ლაშქრობის დროს მოხდა. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს მიუნხენში სათანადო ქირურგიული მომსახურება უკვე გაეწია. 28 წლის უკანახაზელის სავარაუდო დაბრუნების თარიღი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შემდეგ მატჩს "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის 33-ე ტურის ეგიდით, სტუმრად საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო სეზონის ბოლო შეხვედრაში კი, კარლო ანჩელოტის შეგირდები "ფრაიბურგს" უმასპინძლებენ.

13 და 20 მაისს ჩანიშნული ზემოაღნიშნული მატჩები, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..