» » ფლიკი: მიზანი სამი ქულის მოპოვებაა

ფლიკი: მიზანი სამი ქულის მოპოვებაა

10-აპრ-2021, 14:30
027
10 აპრილს, თბილისის დროით 17:30 საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატის 28-ე ტურის ეგიდით ბერლინის "უნიონს" დაუპირისპირდება. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს მთვარმა მწვრთნელებმა.

ჰანსი ფლიკი -"ჩვენი სურვილი "უნიონის" დამარცხებაში მდგომარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთულად შესასრულებელი დავალებაა. სწორედ ამგვარი განწყობით ვხვდებით აღნიშნულ ორთაბრძოლას. ასევე დავაკვირდებით, რამდენად კარგად ვაკონტროლებთ ფეხბურთელთა დატვირთვას. სამი ქულის მოპოვება - ეს ნომერ პირველი მიზანია!"

ურს ფიშერი (ბერლინის "უნიონის" მთვარი მწვრთნელი)-"მიუნხენის "ბაიერნი" მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უძლიერისი გუნდია. მათ ერთი წლის მანძილზე ექვსი სხვადასხვა ტიტული მოიპოვეს. მოიგეს ყველაფერი რისი მოგებაც კი შესაძლებელი იყო საკლუბო დონეზე. ამ პაექრობას სულმოუთმენლად ველით. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, იქნება თუ არა იღბალი ჩვენს მხარეს."

მოცემულ მომენტში, მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 64 ქულით ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე პოზიციაზეა "ლაიპციგი". ამ გუნდის აქტივში 57 ქულაა ფიქსირებული. რაც შეეხება ბერლინის "უნიონს", დედაქალაქური კლუბი 39 ქულით მეშვიდე პოზიციას ინარჩუნებს.

ჰანსი ფლიკი მიუნხენის ბაიერნი ბერლინის უნიონი ურს შიფერი ბუნდესლიგა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.