» » FCB: ფლიკი განვლილ ორთაბრძოლას აფასებს

FCB: ფლიკი განვლილ ორთაბრძოლას აფასებს

11-აპრ-2021, 10:17
028
მიუნხნის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ბერლინის "უნიონთან" გამართულ შეხვედრას აფასებს.

"სამწუხაროა, რომ საკუთარ კარებში გოლი მივიღეთ. ამ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება, დამსახურებული შედეგი იქნებოდა. ახლა ისღა დაგვრჩენია, არსებული მოცემულობა მივიღოთ. საჩემპიონო რბოლა გრძელდება. ეს იყო კარგი თამაში, ბიჭებმა კარგად წარმოაჩინეს საკუთარი თავი. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ახალგაზრდა ფეხბურთელების მოქმედებას. არსებული მდგომარეობიდან ჩვენ მაქსიმუმის გაკეთება შევძელით, სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სამი ქული მოპოვებისათვის. როდესაც ანგარიში შენს სასარგებლოდ მიგყავს, რთულია ამის მერე ფრეს დასჯერდე. აღსანიშნავია ის მენტალიტეტიც, რაც ჩვენმა გუნდმა გამოავლინა."-აცხადებდა ნამატჩევს ჰანს დიტერ ფლიკი.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის 28-ე ტურის ეგიდით გამართულ პაექრობაში, მიუნხენის "ბაიერნმა" ბერლინის "უნიონს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ჰანსი ფლიკი მიუნხენის ბაიერნი ბერლინის უნიონი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.