» » მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის შეფასებები

მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის შეფასებები

11-აპრ-2021, 10:30
029
მიუნხენის "ბაიერნის" ორი გამორჩეული ფეხბურთელი მანუელ ნოიერი და თომას მიულერი, გუშინდელ მატჩს აფასებენ. შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის 28-ე ტურის ეგიდით გამართულ პაექრობაში, მიუნხენურმა გრანდმა " ბერლინის "უნიონს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მანუელ ნოიერი - "დამწუხრებულები ვართ. ჩვენ სულ სხვანაირად ველოდებოდით მოვლენების განვითარებას. ამ მატჩში, ძალიან დიდი დროის განმავლობაში, კარგი თამაში ვაჩვენეთ. გამარჯვება სრულიად დამსახურებული იქნებოდა. ასეთია ფეხბურთი. ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. მხოლოდ ერთხელ მოვადუნეთ ყურადღება და ბურთი მყისიერად ჩვენს კარებში აღმოჩნდა."

თომას მიულერი -"გადახალისებული შემადგენლობით ვთამაშობდით. ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, დიდი სამუშაო გასწიეს. მშვენიერ, გუნდურ თამაშს ვდემონსტრირებდით. მეტოქე გუნდის საჯარიმო ზონის სიახლოვეს კი შეთამაშება გვაკლდა. მთლიანობაში ეს კარგი საშინაო მატჩი იყო. ბოლომდე ვაკონტროლებდით "უნიონის" მოქმედებას, გუნდის რომელმაც ამ სეზონში ნამდვილი ფურორი მოახდინა."

მანუელ ნოიერი თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგა ბერლინის უნიონი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.