» » ფიშერი: ეს დამსახურებული ქულაა

ფიშერი: ეს დამსახურებული ქულაა

11-აპრ-2021, 10:46
027
მიუნხენის "ბაიერნთან" მოპოვებულ ფრეს აფასებს ბერლინის "უნიონის" მთავარი მწვრთნელი ურს ფიშერი.

ურს ფიშერი - "იმ ფეხბურთის გათვალისწინებით, რასაც სრული 90 წუთის მანძილზე ვაჩვენებდით, შესაძლებელია თამამად ითქვას, რომ ერთ ქულას ვიმსახურებდით. უბურთოდ დარჩენილები, შესანიშნავად ვმოქმედებდით. ჩემი აზრით, "ბაიერნს" არც ისე დიდი რაოდენობით არ ჰქონია საგოლე მომენტები. მატჩის მიწურულს გავრისკეთ და შეტევაში მთელი ჩვენი ძალები გადავისროლეთ. რათა გვქონოდა შესაძლებლობა ანგარიშის გათანაბრებაზე გვეფიქრა. ჩვენი გუნდისათვის ეს ბრწყინვალე რეზულტატია."

ანდრეას ლუტე ("უნიონის" მეკარე) - "შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ. თუმცა შტევაში ისეთ აქცენტებს ვერ ვაკეთებდით, როგორსაც ამას მატჩის დაწყებამდე წარმოვიდგენდით. ამ სეზონში საკუთარი თავი დიდებულად წარმოვაჩინეთ. დაცვაში თამაშის დროს, ბევრი სირბილი დაგვჭირდა. მიუნხენის "ბაიერნი" შესანიშნავად ფლობდა ბურთს. დავრბოდით ბევრს, რაც დაღლილობაზე ადეკვატურად ისახებოდა. სწორედ ამიტომ, ძალა აღარ გვრჩებოდა, რომ შეტევაზეც გვეფიქრა."

მიუნხენის "ბაიერნი" 65 ქულით პირველ პოზიციას ინარჩუნებს. მეორე ადგილზეა "ლაიპციგი" (60 ქულა). რაც შეეხება ბერლინის "უნიონს", ურს ფიშერის შეგირდები მეშვიდე პოზიციაზე არიან. მათ აქტივში 40 ქულაა ფიქსირებული.

მიუნხენის ბაიერნი ბერლინის უნიონი ურს ფიშერი ანდრეას ლუტე

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.