» » პოჩეტინო: "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია

პოჩეტინო: "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია

12-აპრ-2021, 21:19
015
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ დაპირისპირებაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

"დარწმუნებული ვარ, ამ თამაშისგან ყველაფერს უნდა მოველოდეთ. მოცემულ მომენტში, მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მოწინააღმდეგეს დიდი პატივისცემით ვუყურებთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ საკუთარ ძალებში. ვიცით, რომ გამარჯვებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები და ვეცადოთ ამ მიზნის მიღწევას.

რაც შეეხება მარკინოსს, ამ მომენტამდე არ გვაქვს გადაწყვეტილი იქნება თუ არა წარმოდგენილი ეს ფეხბურთელი ამ მატჩში. სასტარტო თერთმეტეულში, რა თქმა უნდა, ის არ იქნება, თუმცა ეს არ გამორიცხავს მის თამაშს. შესაძლოა სათადარიგო სკამიდან ჩაერთოს. ჩემი აზრით ეს შესაძლებელია."
- ციტირებს UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი მაურისიო პოჩეტინოს სიტყვებს.

ფრანგულ-გერმანული პაექრობა 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

მაურისიო პოჩეტინო პარი სენ-ჟერმენი მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.