» » Tussosport: "ბაიერნი" ხვიჩა კვარაცხელიას უმიზნებს

Tussosport: "ბაიერნი" ხვიჩა კვარაცხელიას უმიზნებს

12-აპრ-2021, 22:08
020
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესის სფეროში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Tussosport ავრცელებს.

20 წლის ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ, ტურინის "იუვენტუსის" ყურადღება მიიქცია. "ბებერი ქალბატონის" სურვილია კვარაცხელია საკუთარ რიგებში იხილოს. კვარაცხელიას გარშემო მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება "მილანი", "ატალანტა" "ნაპოლი" და დორტმუნდის "ბორუსია". ახლა კი ხსენებული კლუბების ჩამონათვალს მიუნხენის "ბაიერნიც" დაემატა -აღნიშნავს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის "რუბინის" რიგებში 2019 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt-ი ქართველ მოიერიშეს 10 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, რუსული კლუბის მესვეურებს 19-20 მილიონი ევროს ფარგლებში სურთ, 20 წლის ნახევარმცველის გაშვება.

რუსეთის პრემიერ ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიამ 22 მატჩი ჩაატარა. გახდა ოთხი გატანილი გოლის და რვა შედეგიანი გადაცემის ავტორი (transfermarkt).

ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენის ბაიერნი ტრანსფერი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.