» » Abendzeitung: "ბაიერნს" ვეინალდუმის ტრანსფერი შესთავაზეს, თუმცა...

Abendzeitung: "ბაიერნს" ვეინალდუმის ტრანსფერი შესთავაზეს, თუმცა...

12-აპრ-2021, 23:04
025
"არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში გვენახა." მსგავსი შინაარსის სტატიას აქვეყნებს ცნობილი გერმანული გამოცემა Abendzeitung.

წყაროს მტკიცებით, გერმანიის მოქმედ ჩემპიონს სულ ცოტა ხნის წინ, ჯორჯინიო ვეინალდუმის მომსახურება შესთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ფეხბურთელის სათამაშო მახასიათებლებს "ბაიერნის" მესვეურები დიდ პატივს სცემენ, შესაძლო ტრანსფერი მაინც დაბლოკეს, მიზეზად კი ფეხბურთელის ასაკი და მაღალი ფინანსური დანახარჯი დაასახელეს.

შეგახსენებთ, ვეინალდუმის მოქმედი კონტრაქტი სულ რამდენიმე თვეში იწურება, რის შემდეგაც ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს. მის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს კატალონიის "ბარსელონა" დგას - აცხადებს გამოცემა Abendzeitung.

ვეინალდუმი "ლივერპულის" შემადგენლობაში 2016 წელს გამოჩნდა. მანამდე ეს ფეხბურთელი "ნიუკასლის" ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს ასპარეზობდა "პსვ ეინდჰოვენის" და "ფეინოორდის" რიგებშიც. მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონატის 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა ორი გატანილი გოლით.

ცენტრალურ ნახევარმცველს, გამოცემა transfermarkt-ი 35 მილიონ ევროდ აფასებს.

ჯორჯინიო ვეინალდუმი მიუნხენის ბაიერნი ლივერპული ბარსელონა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.