» » ლამი: ეს გვარდიოლას მუშაობის შედეგია!

ლამი: ეს გვარდიოლას მუშაობის შედეგია!

5-მაი-2021, 10:14
094
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ფილიპ ლამი გამოცემა The Guardian-ის სტუმარია. ლამი პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს და მისი მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.

"გვარდიოლას გუნდის ამოცნობა მყისიერად შეგიძლიათ. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ შავ-თეთრი ტელევიზორი გაქვთ. დაუღალავი სირბილით, გადაცემების სერიით, საჯარიმო ზონაში ფეხბურთელთა განლაგებით, დრიბლინგით, იმით თუ როგორ ეპყრობა ეს გუნდი ბურთს და როგორ მოძრაობს მეტოქის ნახევარზე. ამის მიღწევა, გასახდელში მხოლოდ მითითებების გაცემით, შეუძლებელია. აუცილებელია ყოველდღიური თავდაუზოგავი მუშაობა.

როდესაც პეპი 2016 წელს მანჩესტერ "სიტის" თავკაცად მოგვევლინა, მან შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს მიმართა. მესამე ადგილის შემდეგ, კლუბმა ორჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, იყო მეორე ადგილზეც, ახლა კი კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული და ახლოსაც ვერავინ ეკარება. მის გუნდს გარკვეული ქვედა ზღვარი გააჩნია, რომლის ქვემოთ უბრალოდ არ ჩამოდის. სწორედ ამიტომ, შემთხვევითობის ალბათობა მინიმუმადეა დაყვანილი.

ინგლისის ჩემპიონატში არსებული კონკურენცია მართლაც შთამბეჭდავია. ბოლო 10 წლის მანძილზე 5 კლუბი გახდა აღნიშნული ლიგის გამარჯვებული. აქაც ხაზი უნდა გავუსვათ პეპის მიღწევას, სწორედ მისმა გუნდმა შეძლო ტიტულის დაცვა. გარდა ამისა "სიტიმ" ათი ნაციონალური თასიდან, ხუთის დაუფლება მოახერხა."
- ციტირებს ფილიპ ლამის სიტყვებს გამოცემა The Guardian

ფილიპ ლამი პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონატი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.