» ფოტო გალერეა

21-ივნ-2020, 00:45
0358
დამსახურებული პრიზი ბუნდესლიგის ბრწყინვალე სეზონისათვის! "ფრაიბურგთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, ბავარიელები "ვიწრო წრეში" ალიანს არენაზე აღნიშნავდნენ ზედიზედ მერვე საჩემპიონო ტიტულს. ვახშამს ესწრებოდა "რეკორდმაისტერის" უმაღლესი ხელმძღვანელობა. აღსანშნავია, რომ წვეულების დროს მკაცრად იყო დაცული ყველა ის ჰიგიენური მოთხოვა, რაც კორონავირუსს უკავშირდება.
17-ივნ-2020, 10:27
0312
ზედიზედ მერვედ! მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონია. სამშაბათს ბუნდესლიგის 32-ე ტურში "რეკორდმაისტერმა" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0-1 დაამარცხა ბრემენის "ვერდერი" და გერმანიის ჩემპიონობა ნაადრევად გაიფორმა. წარმოგიდგენთ ზეიმის ამსახველ საუკეთესო ფოტოებს, რომელსაც fcbayern.com ავრცელებს.
13-ივნ-2020, 12:23
0369
13 ივნისს გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურში "რეკორდმაისტერი" მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მასპინძლობს. ჰანსი ფლიკის შეგირდებმა დასკვნითი ვარჯიში გამართეს, რის ამსახველ ფოტო მასალასაც უცვლელად გთავაზობთ.
10-ივნ-2020, 14:10
0554
მიუხედავად მსოფლიოში COVID 19-ით გამოწვეული პანდემიისა გერმანიაში საფეხბურთო ცხოვრება გრძელდება. ცნობილმა გერმანულმა სპორტულმა გამოცემა Kicker-მა მიუნხენის ბაიერნის 2020/21 წლების სეზონის ახალი ფორმის სურათები გაავრცელა.
27-მაი-2020, 11:05
0335
ბუნდესლიგის 28-ე ტურში, მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" სტუმრობდა. ტურის ცენტრალური მატჩი საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა, ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა მინიმალური სხვაობით მოახერხა გამარჯვება.
19-სექ-2019, 10:14
0712
მიუნხენის ბაიერნმა მიმდინარე წლის ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო. 18 სექტემბერს რეკორდმაისტერმა ალიანს არენაზე ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ბავარიელებიდან გოლის გატანა კინგსლი კომანმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და დამატებით დროში ტომას მიულერმა მოახერხეს.
20-აგვ-2019, 11:43
0748
მოგეხსენებათ, რომ რეკორდმაისტერმა კატალონიური კლუბისგან არენდის წესით 27 წლის ბრაზილიელი შემტევი ფილიპე კოუტინიო გაიფორმა. გერმანულ გრანდში გარემარბი მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. ბავარიელებს არენდის დასრულებისას ფეხბურთელის გამოსყიდვის სურვილის შემთხვევაში კი 120 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
31-ივლ-2019, 11:23
0813
მიუნხენის ბაიერნი აუდის თასის ნახევარფინალში თურქულ ფენერბახჩეს დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 სძლია მეტოქე. ნიკო კოვაჩის შეგირდებიდან აღნიშნულ მატჩში თავის გამოჩენა რენატო სანჩესმა, ლეონ გორეცკამ, ტომას მიულერმა და იოშუა კიმიხმა მოახერხეს.
1-აპრ-2019, 13:42
0568
ბუნდესლიგის XXVII ტურში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ფრაიბურგს ეწვია. გერმანიის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და დორტმუნდთან საჩემპიონო ბრძოლაში თითოეული ქულა მნიშვნელოვანია. შაბათს გამართულ შეხვედრაში ნიკო კოვაჩის შეგირდებმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს და ფრეს დასჯერდნენ.
18-მარ-2019, 21:53
0507
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპიდან მტკივნეულად გამოვარდნის შემდეგ რეკორდმაისტერს გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სჭირდებოდათ და მიუნხენელებმა მაინცთან მაქსიმალური მონდომებით ითამაშეს.
უკან 1 2 წინ