» » ბავარიას ახალი პარტნიორი შეემატა

ბავარიას ახალი პარტნიორი შეემატა

8-02-2018, 20:24 dachi8 სიახლეები 0

ბავარიას ახალი პარტნიორი შეემატა
მიუნხენის „ბაიერნმა“ ახალ პარტნიორულ შეთანხმებას მიაღწია! Marriott International და ბრენდი Courtyard by Marriott ახლა ოფიციალური პარტნიორია გერმანიის რეკორდმაისტერის. შეთანხმება 2019/20 წლის სეზონის ბოლომდეა გათვლილი.


ბავარიის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე: „მოხარულნი ვართ, რომ ორმა ასეთმა დიდებულმა ბრენდმა, როგორებიც Courtyard by Marriott და „ბავარიაა“ გრძელვადიან პარტნიორულ შეთანხმებას მიაღწიეს. Marriott International - უმსხვილესი სასტუმროების ქსელია მსოფლიოში, ხოლო „ბავარია“ - პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იდეალური ურთიერთშეხამებაა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, ის, რომ ამით ჩვენი გულშემატკივრებიც უპირატესობას მოიპოვებენ. ჩვენი ახალი პარტნიორი ხელსაყრელ წინადადებას მიაწოდებს სასტუმროში განთავსებაზე, როგორც საშინაო თამაშების დროს, ასევე გასვლით მატჩებზეც“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.