» » ჰიდინკი: რობენი და ვან პერსი კაპიტნებად დარჩებიან

ჰიდინკი: რობენი და ვან პერსი კაპიტნებად დარჩებიან

1-08-2014, 22:47
0167
ჰოლანდიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, გუს ჰიდინკმა, GOAL-თან ინტერვიუში ნიდერლანდების ნაკრებზე ისაუბრა და მსოფლიო თასის ნახევარფინალისტი ნაკრები შეაქო. 67-წლის სპეციალისტის განცხადებით არიენ რობენი და ვან პერსი ნაკრების საკვანძო ფეხბურთელებად დარჩებიან.

გუს ჰიდინკი, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებს 1998 წელს ედგა სათავეში საკუთარ წინამორბედს აქებს და აცხადებს, რომ ეცდება მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის, დაწყებული საქმე გააგრძელოს და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოამზადოს.

"ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. არიენ რობენი და რობინ ვან პერსი უდავოდ გუნდის საკვანძო ფეხბურთელებად დარჩებიან, თუმცა რა ფორმით ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით".

"მინდა კომპლიმენტები არ დავიშურო ლუის ვან გაალის, მისი სტაფისა და ფეხბურთელების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბრაზილიაში კარგი შედეგი გვეჩვენებინა. საზღვარგარეთ გულშემატკივრებმა ჰოლანდიის ნაკრების ასპარეზობით მძაფრი ემოციები მიიღეს და ჩვენს ქვეყანაშიც ყველანი დიდი ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი".

"შესაძლოა შემტევი და დომინანტური ფეხბურთი ვითამაშოთ, თუმცა ასევე რეალისტებიც უნდა ვიყოთ. რეალისტური ფეხბურთი ასევე შესანიშნავია. გახარებული ვარ, რომ ბლინდი და ვან ნისტელროი ჩემი თანაშემწეები იქნებიან. მათთან საუბრის შემდეგ საკმაოდ აღელვებული ვიყავი", - დაასრულა კომენტარი გუს ჰიდინკმა GOAL-თან ინტერვიუში.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..