წესები და პირობები

საიტის მოხმარების წესები და პირობები:

მოგესალმებით, მიუნხენის ბაიერნის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდზე!
FCBAYERN.GE-ზე თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გაეცნოთ რეკორდმაისტერის შესახებ სიახლეებს, იკონტაქტოთ ვებ-გვერდის სხვა მონაწილეებთან და მუდამ გქონდეთ თქვენი საყვარელი კლუბის შესახებ აქტუალური ინფორმაცია.

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ FCBAYERN.GE-ზე მოქმედებს წესები და პირობები, რომლის დაცვაც ვებ-გვერდის გამოყენებისას აუცილებელია.

1. ვებ-გვერდზე დაუშვებელია:

1.1 უცენზურო, ვინმეს შეურაცხმყოფელი ან სარეკლამო ხასიათის პროფილის სახელის გამოყენება
1.2 უცენზურო, ვინმეს შეურაცხმყოფელი ან სარეკლამო ხასიათის კომენტარის დაწერა
1.3 ერთი და იმავე შინაარსის მქონე კომენტარის მრავალჯერ გამეორება (სპამი)
1.4 შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება სხვა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით (დეზინფორმაცია)
1.5 უცენზურო, ვინმეს შეურაცხმყოფელი ან სარეკლამო ხასიათის პროფილის სურათის დაყენება
1.6 ერთი და იმავე პიროვნების მიერ ვებ-გვერდზე ერთზე მეტი პროფილის რეგისტრაცია

2. ადმინისტრაცია უფლებამოსილია:
2.1 მომხმარებლის მიერ წესების დარღვევის შემთხვევაში დროებით ან/და სამუდამოდ დაბლოკოს თქვენი პროფილი
2.2 პუნქტების 1.1, 1.5 და 1.6 დარღვევის შემთხვევაში წაშალოს თქვენი პროფილი
2.3 შეცვალოს აღნიშნული წესები საკუთარი შეხედულებისამებრ ვინმეს გაფრთხილების ან/და წინასწარი შეტყობინების გარეშე

3. ადმინისტრაცია ვალდებულია:

3.1 ვებ-გვერდზე მოცემული წესების შესრულებას გაუწიოს მონიტორინგი
3.2 ნებისმიერ დარღვევაზე მოახდინოს მყისიერი რეაგირება