» » რუმენიგე: ფილიპ ლამი დიდებული მწვრთნელი იქნება

რუმენიგე: ფილიპ ლამი დიდებული მწვრთნელი იქნება

2-08-2014, 15:06
079
მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში ფილიპ ლამსა და ჰოლგერ ბადშტუბერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის ნაკრებისა და ბაიერნის კაპიტანი მომავალში დიდებული მწვრთნელი იქნება.

"ვფიქრობ, რომ ფილიპ ლამი დიდებული მწვრთნელი იქნება. მისი კონტრაქტის 2018 წელს იწურება. ფეხბურთელთან საუბრისად ფილიპმა განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს და არც სხვა კლუბში აპირებს კარიერის გაგრძელებას. პირველად კარიერის დასრულება და შემდეგ სამწვრთნელო მოღვაწეობა".

"ხოსეპ გვარდიოლას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ ლამი გამორჩეულია და მისი საფეხბურთო ხედვა განსხვავებული და უცნაურია. ფილიპი მოედანზე ყოველთვის იქ იმყოფება, სადაც მეტოქე ფეხბურთელს სურდა გადაადგილება. დიდებულია ადამიანია და მომავალში შესანიშნავი მწვრთნელი იქნება".

ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა 25-წლის ცენტრალურ მცველზე ჰოლგერ ბადშტუბერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელის მონდომება და ამბიცია ლოთარ მათეუსის ახალგაზრდობას ახსენებს.

"ჰოლგერი დიდებული პიროვნებაა. მისი ამბიცია და თამაშის წყურვილი ლოთარ მათეუსს მაგონებს მის ასაკში. ვფიქრობ ბადშტუბერი მიუნხენის ბაიერნში დიდი ხანი ითამაშებს. ყველას იმედი გვაქვს, რომ ძველ ფორმას მალე დაიბრუნებს. მინდა ასევე ვუსურვო ჰოლგერს ნაკრებში მალე დაბრუნება", - დაასრულა კომენტარი რუმენიგემ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..