» » ვან მარვიკი: რობენი რონალდუსა და მესიზე დახვეწილია

ვან მარვიკი: რობენი რონალდუსა და მესიზე დახვეწილია

10-10-2014, 19:57
0147
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ბერტ ვან მარვიკმა, AD-თან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ არიენ რობენის თამაშის ხარისხი ხშირად მხოლოდ იმის გამო არის ჩრდილში, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის გოლების სტატისტიკა რონალდუსა და მესისთან შედარებით დაბალია.

მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში რობენი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და ნარინჯისფერებთან ერთად ნახევარფინალში გასვლაც მოახერხა, თუმცა 30 წლის შემტევი გარემარბის ბრწყინვალე ფორმა და თამაშის ხარისხი საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებისთვის. ლიონელ მესიმ ნიდერლანდელ გარემარბს ერთი საფეხირით აჯობა.

AD-თან გაკეთებულ კომენტარში ბერტ ვან მარვიკი ამბობს, რომ არიენ რობენი ბარსელონას ვარსკვლავს ლიონელ მესისა და მადრიდული კლუბის პორტუგალიელ ლეგიონერს ჯობია თამაშის ხარისხით.

"მწვრთნელი, რომ ვიყო და რონალდუს, მესისა და რობენს შორის არჩევანის გაკეთება მომწიოს უდავოდ ჰოლანდიელ ფეხბურთელს ავირჩევ. ნახსენები ფეხბურთელებიდან არიენი ყველაზე სრულყოფილია, თუმცა ამას ყველა ვერ ხედავს. ძირითადი ყურადღება მაინც შეტევას და გოლების რაოდენობას ექცევა".

2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიენ რობენმა 11-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, რის გამოც რეკორდმაისტერის გულშემატკივრების დასაცინი გახდა რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ბაიერნსა და ჰოლანდიის ნაკრებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

"რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც არიენს საკუთარ მოედანზე უსტვენდნენ? 2012 წელს ვითამაშეთ ბავარიელების წინააღმდეგ, რომელ შეხვედრაშიც რობენი ვერაფერს ვერ აკეთებდა. გადავავლოთ მას შემდეგ 30-წლის ფეხბურთელის განვლილ გზას და დავინახავთ რაოდენ გამორჩეულია იგი", - დაასრულა კომენტარი ბერტ ვან მარვიკმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..