» » ფრანკ რიბერი მოედანს მალე დაუბრუნდება

ფრანკ რიბერი მოედანს მალე დაუბრუნდება

10-10-2014, 23:51
076
მიუნხენის ბაიერნის შემტევი გარემარბი, ფრანკ რიბერი, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთადერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა მუხლის ტრავმის გამო სარეაბილიტაციო პროცესს ასრულებს და უახლოებს მატჩებში შეძლებს რეკორდმაისტერის დახმარებას.

საფრანგეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმის გამო სეზონის სტარტი გამოტოვა და მთელი ეს პროცესი ინდივიდუალური ვარჯიშებით იყო დაკავებული. როგორც მედიკოსები იტყობინებიან ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა, რომელმაც უკვე სრული დატვირთვით დაიწყო ვარჯიშები.

"ფრანკ რიბერის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მოედანზე დასაბრუნებლად თითქმის მზადაა. ფრანგ ფეხბურთელს მუხლის გარშემო შეშუპება ჰქონდა, რომელიც მიზეზი გახდა ლაზარეთში მოხვედრისა, თუმცა სამშაბათს უკვე სრული დატვირთვით ჩაატარა ინდივიდუალური ვარჯიშები", - ნათქვამია რეკორდმაისტერის ოფიციალურ გვერდზე.

"ფიტნეს სპეციალისტის დოქტორ ჰოლგერ ბროიჩისა და რეაბილიტაციის მწვრთნელის ტომას ვილჰელმის ხელმძღვანელობით რიბერიმ ინტენსიური ვარჯიშები დაასრულა".

აღსანიშნავია, რომ ბავარიელთა ლაზარეთში კვლავ რჩებიან ბასტიან შვაინშტაიგერი, ტიაგო ალკანტარა, ჰოლგერ ბადშტუბერი და ხავი მარტინესი. ამ დროისთვის მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე იმყოფება 17 ქულით და უახლოეს მდევრებს ჰოფენჰაიმსა და მიონხენგლადბახს 4 ქულით უსწრებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..