» » Sport1: ბაიერნი მესუიტ იოზილით არ ინტერესდება

Sport1: ბაიერნი მესუიტ იოზილით არ ინტერესდება

13-10-2014, 19:26
083
Sport1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოლო დროს გავრცელებული ჭორები თითქოს მიუნხენის ბაიერნი 25-წლის გერმანელი ნახევარმცველით, მესუიტ იოზილით, არის დაინტერესებული სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი 2 სექტემბერს გადავიდა მადრიდის რეალიდან ლონდონის არსენალში £35,20 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ და კონტრაქტი მეთოფეებთან 2018-წლის ზაფხულის ბოლომდე გააფორმა.

25-წლის გერმანელი ლონდონის არსენალში თავის წარმოჩენას კარგად ვერ ახერხებს. მიმდინარე სეზონში იოზილმა, სულ ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ერთხელ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და მოედანზე 752 წუთი დაჰყო.

შედარებისთვის 2013-2014 წლების სეზონში მადრიდის რეალის მაისურით გერმანელმა ფეხბურთელმა სულ ყველა ტურნირზე 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 7-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა, 14 საგოლე გადაცემა შეასრულა და 3.355 წუთი დაჰყო მოედანზე.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავად მესუიტ იოზილიც იყო დაინტერესებული რეკორდმაისტერში გადმოსვლით, თუმცა Sport1-თან გაკეთებულ კომენტარში ბავარიელთა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, გავრცელებული ხმები უარყო.

აღსანიშნავია, რომ 25-წლის ნახევარმცველის სახელს კატალონიის ბარსელონასაც უკავშირებენ. transfermarkt-ზე დაყრდნობით მესუიტ იოზილის მიმდინარე სატრანსფერო ფასი £39,60 მილიონს შეადგენს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..