» » გიოტცე: კარგი იქნება თუ მარკო როისი ბაიერნში გადმოვა

გიოტცე: კარგი იქნება თუ მარკო როისი ბაიერნში გადმოვა

19-10-2014, 18:42
0105
მიუნხენის ბაიერნის 22-წლის გერმანელმა ნახევარმცველმა, მარიო გიოტცემ, Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ დორტმუნდის ბორუსიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი, მარკო როისი, გადაწყვეტს და რეკორდმაისტერში გააგრძელებს კარიერას.

შეგახსენებთ, რომ მარიო გიოტცე 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერი პერიოდში გადმოვიდა დორტმუნდის ბორუსიიდან €37 მილიონი ევროს სანაცვლოდ. აღნიშნული სატრანსფერო შეთანხმება კი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის, რეალი - დორტმუნდის, დაპირისპირებამდე მოხდა.

22-წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შემდეგ მარკო როისზე მოთხოვნა მალევე გაიზარდა და არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული 25-წლის შემტევი ნახევარმცველის გადაბირებით, რომელთა რიცხვს მიუნხენის ბაიერნიც მიეკუთნება.

"მარკო როისთან ერთად დიდებული დრო მაქვს გატარებული. ეს მისი გადაწყვეტილებაა, მან უკეთ იცის თავისი თავი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, თუ მარკო მიუნხენის ბაიერნში გადმოვიდოდა", განაცხადა გიოტცემ Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ბაიერნში გადასვლის გამო მარიო გიოცე სასტიკად გააკრიტიკეს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ სეზონის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, მანამდე სანამ რეკორდმაისტერი და დორტმუნდის ბორუსია ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

Bild-თან ინტერვიუში გიოტცე ამბობს, რომ ეს მისი გადაყვეტილება იყო. 22-წლის ფეხბურთელის თქმით ბაიერნში თავს ბედნიერად გრძნობს, განვითარებისა და საკუთარ შეცდომებზე სწავლის საშუალება აქვს.

"ეს ჩემი ცხოვრებაა. რჩევა მივიღე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემი ცხოვრების შესახებ ყოველთვის მე ვაკეთებ. დიდი ხნის განმავლობაში დეპრესიაში ვიყავი ამის გამო. ბაიერნში გადმოსვლა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახლდათ".

"ჯერ კიდევ 22 წლის ვარ. ყველაფერს მართებულად ვერ გავაკეთებ. გარკვეული პერიოდი მჭირდება შეცდომების დასაშვებად, რაც სავსებით ნორმალურია რეალურ ცხოვრებაში", - დაასრულა კომენტარი მარიო გიოტცემ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..