» » ბეკენბაუერი: ბაიერნი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არაა

ბეკენბაუერი: ბაიერნი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არაა

24-10-2014, 20:39
059
ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ფრანც ბეკებაუერმა, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში რეკორდმაისტერის უპირატესობაზე ისაუბრა ისეთ გუნდებზე როგორიცაა ბარსელონა და პსჟ. გერმანელი ლეგენდა მოსაზრებას იმით ადასტურებს, რომ ბაიერნი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის.

"განსხვავებით, თუნდაც, ბარსელონასგან ბაიერნი ერთ რომელიმე ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის. კატალონიური კლუბი სულ სხვა გუნდია ლიონელ მესის გარეშე. პარიზ სენტ ჟერმენი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე 50%-იც კი არაა. ბაიერნი სხვა შემთხვევას წარმოადგენს. რეკორდმაისტერს 28 საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს და საკმაოდ ხარისხიანი სათადარიგოთა სკამი".

"მაგალითად თუ ფრანკ რიბერი, ბასტიან შვაინშტაიგერი არ არის გუნდი რადიკალურად არ იცვლება და ზეგავლენაც ნაკლებია. გეგმა უბრალოა - გვსურს მოვიპოვოთ ყველაფერი. რათქმაუნდა, ბარსელონასა და რეალთან მოგვიწევს კონკურენცია. სწორედ ამიტომ გვჭირდება ბევრი კარგი სათადარიგო ფეხბურთელი".

რეკორდმაისტერისა და გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ მენეჯმენტზეც ისაუბრა და გეგმის მცირე ნაწილიც გაგვაცნო, რომლის მეშვეობითაც მიუნხენელები საკუთარი ბრენდის გაპიარებას გეგმავენ მთელს მსოფლიოში.

"ჩვენ გვსურს მიუნხენური ბრენდის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ინგლისური კლუბების ფონზე, რომელთაგან განსხვავებითაც არ გვსურდა აზიურ ბაზარზე გასვლა, თუმცა კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში გერმანია ცდილობს გაშვებული მომენტების ანაზღაურებას".

"ბიზნესში პარტნიორთან უნდა მიხვიდე და არ უნდა დაელოდო სანამ ვინმე მოვა შენთან. სწორედ ამიტომ ეწვია მიუნხენის ბაიერნი ამერიკას. შემდეგ წელს ჩვენ ჩინეთში ვაპირებთ გაფრენას", - დაასრულა კომენტარი ფრანც ბეკენბაუერმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..