» » დავიდ ალაბა ტრავმირებულია

დავიდ ალაბა ტრავმირებულია

7-11-2014, 12:47
097
მიუნხენის ბაიერნისა და ავსტრიის ნაკრების 22-წლის განაპირა მცველმა, დავიდ ალაბამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რიგით მეოთხე შეხვედრაში, ალიანს არენაზე რომასთან დაპირისპირებისას, მუხლის ტრავმა მიიღო და ოპერაციის შემდეგ რამდენიმე კვირა იუქმებს.

მედიკოსების განცხადებით 22-წლის ავსტრიელმა ფეხბურთელმა მყესები გაიწყვიტა, რის გამოც დავიდ ალაბას ოპერაცია უნდა გაუკეთდეს. ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი ხანი ვერ შეძლებს რეკორდმაისტერის ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე გამოსვლას, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე ალაბას დაბრუნება არ უნდა ვივარაუდოთ.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში დავიდ ალაბამ განაცხადა, რომ ტრავმის შესახებ ინფორმაცია დიდი დარტყმა აღმოჩნდა, როგორც მისთვის, ასევე თანაგუნდელებისთვისაც.

"ჩემთვის სამწუხარო ინფორმაციაა. ოპერაციის შემდეგ ვეცდები რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მოედანს და ექიმების ნებართვის შემდეგ დავიწყებ სარეაბილიტაციო პროცესს. იმედი მაქვს მიუნხენის ბაიერნის სამედიცინო შტაბის და მინდა მოედანს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე", - განაცხადა დავიდ ალაბამ.

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაც გამოეხმაურა 22-წლის ფეხბურთელის ტრავმას და განაცხადა, რომ დასანანი დანაკლისია გუნდისთვის.

"ძალიან ცუდი ინფორმაციაა. ჩვენ დავკარგეთ უნივერსალური ფეხბურთელი, რომელსაც თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში და მუდამ 100%-ით იხარჯება. დასანანია", - ამბობს გვარდიოლა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..