» » რობენი: რონალდუ და მესი მონსტრები არიან

რობენი: რონალდუ და მესი მონსტრები არიან

13-11-2014, 00:49 admin სიახლეები 0 41

მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელმა შემტევმა გარემარბმა, არიენ რობენმა, France Football-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ფეხბურთელის განცხადებით პორტუგალიელი და არგენტინელი სხვა ყველაზე ორი თავით მაღლა დგანან.

ინტერვიუში არიენ რობენმა მესი და რონალდუ მონსტრებად შერაცხა, თუმცა ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც არიან, თუნდაც რამდენიმე მისი თანაგუნდელი. აღსანიშნავია, რომ სამივე ფეხბურთელი 2014 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში 23 კაცში არიან ნომინირებულნი. საფეხბურთო ექსპერტები თუ სპორტული ჟურნალისტები ფავორიტან პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს ასახელებენ.

"დიდებულია, როდესაც გაღიარებენ და ოქროს ბურთისთვის ნომინანტთა სიაში მოხვდები, თუმცა მე არასდროს ვყოფილვარ შეპყრობილი პირადი წარმატებით და ყოველთვის გუნზე და ტიტულებზე ვაკეთებ ორიენტაციას".

"არ მიყვარს, როდესაც სხვებს მადარებენ, მაგრამ ახლა ორ ნამდვილ მონსტრზე ვსაუბრობთ. რეალობას სულ მცირე ორი წლით გაასწრეს. რონალდუ და მესი ყველა დანარჩენ ფეხბურთელზე ორი საფეხურით მაღლა დგანან".

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელის გარდა რეკორდმაისერიდან კიდევ ხუთი ფეხბურთელია ნომინირებული, მათ შორის ყველამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა თავის გამოჩენა და 30-წლის შემტევი გარემარბი დარწმუნებულია, რომ რონალდუსა და მესის გარდა სხვა ექსტრა კლასის ფეხბურთელებიც არიან.

"არიან კიდევ რამდენიმე ექსტრაორდინალური ფეხბურთელები. ზოგიერთი ბაიერნში ასპარეზობს. გერმანელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ და უამრავი მათგანი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი გახლავთ", - დაასრულა კომენტარი არიენ რობენმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..