» » რუმენიგე: ვიმედოვნებ, რომ ზარალს სრულად აგვინაზღაურებენ

რუმენიგე: ვიმედოვნებ, რომ ზარალს სრულად აგვინაზღაურებენ

25-02-2015, 14:43
080
მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის განრიგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურნირის ზამთარში ჩატარების გადაწყვეტილება დიდი ზარალის მომტანი იქნება კლუბებისთვის.

"დღევანდელი რეკომენდაციები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განრიგთან დაკავშირებით მოულოდნელობა არ იყო. საფეხბურთო სამყაროსთვის კალენდრის ცვლილება წარმოადგენს მძიმე ამოცანას. ყველას მოუწევს საკმაოდ დიდ კომპრომისზე წასვლა", - ამბობს რუმენიგე.

"მოლოდინი არ უნდა გვქოდეს, რომ ევროპულ კლუბებს მოუწევთ ხარჯების გაღება. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მიყენებული ზარალი სრულად კომპენსირებული იქნება".

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ზაფხულის ნაცვლად ზამთარში ჩატარების გადაწყვეტილება ევროპულ კლუბებსა და საფეხბურთო კავშირებს საკმაოდ გაურთულებს ცხოვრებას. თითოეული ჩემპიონატის კალენდრის ცვლილება უნდა მოხდეს, რათა სრულ თანხვედრაში იყოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განრიგთან.

რეკორდმაისტერის თვითმმართველობის დირექტორის განცხადები მარტო ევროპული გრანდები არ უნდა დაზარალდნენ შექმნილი სიტუაციით. კარლ-ჰაინც რუმენიგე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ელოდება და თუ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ზამთარში ჩატარება გადაწყდა, შესაბამისად მიყენებული ზარალის სრულ კომპენსაციას მოითხოვს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..