» » პეპე რეინათი ნაპოლი და ინტერი ინტერესდებიან

პეპე რეინათი ნაპოლი და ინტერი ინტერესდებიან

1-03-2015, 16:15
091
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის ესპანელი გოლკიპერით, პეპე რეინათი, მისი ყოფილი კლუბი ნაპოლი და ინტერი ინტერესდებიან. როგორც იტალიური გამოცემები იუწყებიან შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ესპანელი სერია A-ში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ 32-წლის ესპანელი მეკარე მიუნხენის ბაიერნში მიმდინარე წლის ზაფხულში გადმოვიდა და რეკორდმაისტერთან 2017 წლის ზაფხულის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი. პეპე რეინამ მალევე ტრავმა მიიღო, რის გამოც გარკვეული პერიოდი უქმად ყოფნა მოუწია და ძირითად შემადგენლობაში არ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ ბავარიულ გრანდში გადმოსვლის შემდეგ 32-წლის მეკარეს არცერთ ოფიციალური ტურნირის ეგიდით რეკორდმაისტერის ღირსება არ დაუცვია. ამაში გასაკვირი არც არაფერია, რადგან როდესაც ესპანელი მეკარის ბაიერნში გადმოსვლის საკითხი განიხილებოდა ყველა ერთხმად შეთანხმდნენ, რომ მანუელ ნოიერი ხელშეუხებელი იქნებოდა.

თავად პეპე რეინას, რომელმაც გასულ სეზონში ნაპოლის რიგებში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, უკმაყოფილება არ გამოუთქვამს სათამაშო დროის არქონასთან დაკავშირებით.

32-წლის ესპანელი გოლკიპერის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €4 მილიონ ევროს შეადგენს. ჯერ-ჯერობით რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არავის გაუკეთებია, თუმცა სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო გამორიცხული არ არის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პეპე რეინამ ნაპოლის ან ინტერს მიაშუროს, სადაც, სავარაუდოდ, საკმარისი დრო ექნება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..