» » მადრიდის რეალს დავიდ ალაბას ყიდვა სურს

მადრიდის რეალს დავიდ ალაბას ყიდვა სურს

16-მარ-2015, 15:27
0304
სპანური სპორტული გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის რეალის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ეცდება რეკორდმაისტერის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი, უნივერსალი, დავიდ ალაბა როგორმე გადაიბიროს.

ინფორმაცია დღეს TZ-online-მაც გაავრცელა და წყაროდ სწორედ ესპანური AS მიუთითა. აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბს 22 წლის ავსტრიელის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა. მაშინ ესპანური პრესა წერდა, რომ დავიდ ალაბას სანაცვლოდ ესპანური გრანდი € 40 მილიონ ევროს სთავაზობდა მიუნხენის ბაიერნს.

გაცნობებთ, რომ transfermarkt-ზე დაყრდნობით ახალგაზრდა ავსტრიელი უნივერსალის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 38 მილიონ ევროს შეადგენს. დავიდ ალაბას მიმდინარე კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2018 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

22-წლის ავსტრიელი ფეხბურთელის ფასმა 2012 წლის იანვრიდან დაიწყო მატება:
  • 23.01.2012 - €8,5 მილიონი
  • 29.06.2012 - €16 მილიონი
  • 13.01.2013 - €22 მილიონი
  • 30.06.2013 - €28 მილიონი
  • 05.11.2013 - €32 მილიონი
  • 10.07.2014 - €35 მილიონი
  • 04.02.2015 - €38 მილიონი


სტატისტიკის მოყვარულებს კი გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში სულ ყველა ტურნირზე დავიდ ალაბამ 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა და 3 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა. ახალგაზრდა ავსტრიელმა ფეხბურთელმა სულ მოედანზე 2.465 წუთი დაჰყო.

ჯერ-ჯერობით რეკორდმაისტერის მხრიდან პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას არავინ გამოხმაურებია, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ დავიდ ალაბა მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, რომელზეც გერმანული გრანდის მესვეურები დიდ იმედებს ამყარებენ და შესაბამისად 22-წლის ავსტრიელის ტრანსფერი ნაკლებად სარწმუნოა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..