» » მიუნხენის ბაიერნი პატრიკ ვიეირას უხმობს

მიუნხენის ბაიერნი პატრიკ ვიეირას უხმობს

19-03-2015, 17:26 admin ბაიერნი II / მთავარი ამბები 0

მიუნხენის ბაიერნი პატრიკ ვიეირას უხმობს
გერმანული სპორტული გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმას მიუნხენის ბაიერნის U23 გუნდის მთავარი მწვრთნელის ცვლილებას გეგმავს, რომელსაც ამჟამად ერიკ ტენ ჰაგი უდგას სათავეში. Bild-ის ინფორმაციით რეკორდმაისტერი ჰოლანდიელის შემცვლელად პატრიკ ვიეირას განიხილავს.

23-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჰოლანდიელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგია, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი მიუნხენის ბაიერნთან სეზონის დასრულებიდ შემდეგ ეწურება. ხოსეპ გვარდიოლას გუნდში მოსვლის შემდეგ ახალგაზრდულ გუნდებს დიდი ყურადღება ეთმობათ და გამორიცხული არ არის ჰოლანდიელი მწვრთნელი გაცილებით უფრო კვალიფიციური კადრით ჩაანაცვლონ.

Bild-ზე დაყრდნობით მიუნხენის ბაიერნისთვის კანდიდატი პატრიკ ვიეირა 23-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე დანიშვნისთვის, ჯერ მხოლოდ, განხილვის საგანია. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარდაცვის ვარსკვლავი 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 2000 წელს ევროპის პირველობაზეც გაიმარჯვა.

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პატრიკ ვიეირამ 107 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ექვსჯერ მოახერხა გოლის გატანა. 2001 წელს საფრანგეთის წლის ფეხბურთელი გახდა. ამჟამად ფრანგი მანჩესტერ სიტის ახალგაზრდული გუნდის სათავეშია.

ზებნერშტრასე პატრიკ ვიეირასთვის უკვე ნაცნობი ადგილია. 11 თებერვალს ფრანგმა რეკორდმაისტერის სავარჯიშო ბაზა მოინახულა. პატრიკს საუბარი ხოსეპ გვარდიოლასა და დავიდ ალაბასთანაც ჰქონდა. გამორიცხული არ არის პრესაში გავრცელებული ჭორები მალე რეალობად იქცეს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.