» » დავიდ ალაბა მადრიდის რეალს უარყოფს

დავიდ ალაბა მადრიდის რეალს უარყოფს

28-03-2015, 11:34
0163
მიუნხენის ბაიერნის ავსტრიელი უნივერსალი ფეხბურთელი რამდენიმე თვეა სატრანმსფერო ჭორების მთავარი ობიექტი გახდა. ესპანური პრესა ხშირად წერდა, რომ დავიდ ალაბა მადრიდის რეალის დელეგაციას შეხვდა, თუმცა Kicker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აგენტმა ჭორები უარყო.

რამდენიმე ესპანური სპორტული გამოცემა იტყობინებოდა, რომ სამეფო კლუბის წარმომადგენლები ვენაში ავსტრიელის ფეხბურთელის მამას შეხვდნენ, რათა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 22-წლის უნივერსალის მადრიდის რეალში ტრანსფერი განეხილათ.

დავიდ ალაბას მამამ, რომელიც რეკორდმაისტერის ვარსკვლავის აგენტს წარმოადგენს, ყოველგვარი მითქმამოთქმა უარყო და ასევე განაცხანა, რომ მისი ვაჟი მიუნხენის ბაიერნში თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბის გამოცვლაზე ფიქრის საბაბი არ გააჩნია.

"ჭორი, რომ თითქოს მე მადრიდის რეალის დელეგაციას შევხვდი სიმართლე არ არის. არანაირი შეხვედრა არ გამართულა. ამ ეტაპზე არანაირი მიზეზი არ არსებობს, რატომაც სხვა კლუბებთან შეიძლება დავიწყოღ მოლაპარაკებები. დავიდი ბაიერნში ძალიან ბედნიერია", - ამბობს 22-წლის ავსტრიელი ფეხბურთელის მამა.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ტრანსფერზე არასდროს მიფიქრია", - განაცხადა დავიდ ალაბამ.

გაცნობებთ, რომ რეკორდმაისტერის ავსტრიელი ლეგიონერის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €38 მილიონ ევროს შეადგენს. დავიდ ალაბას მიმდინარე კონტრაქტი მიუნხენის ბაიერნთან 2018 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

სტატისტიკის მოყვარულთათვის 22-წლის დავიდ ალაბამ მიმდინარე სეზონში სულ ყველა ტურნირზე 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5-ჯერ გაიტანა ბურთი მეტოქის კარში, 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 2.555 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..