» » მიუნხენის ბაიერნი €68 მილიონს მიიღებს

მიუნხენის ბაიერნი €68 მილიონს მიიღებს

31-03-2015, 12:15
091
ფულის წვიმა მიუნხენის ბაიერნისთვის და ზარალი დამარცხებულთათვის. რეკორდმაისტერი გერმანიის საფეხბურთო ლიგისგან ყველაზე მეტ თანხას მიიღებს, ხოლო გუნდები, რომელთაც ბუნდესლიგის დატოვება უწევთ: შტუტგარტისა და ჰამბურგის ფინანსური საკითხი საკმაოდ მწვავეა.

kicker-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენელები დაახლოებით €68 მილიონიან მატებას უნდა ელოდნონ. როგორც გერმანული გამოცემა იტყობინება €40 მილიონი ადგილობრივი ბაზრიდან, ხოლო €28 მილიონი საერთაშორისო მარკეტინგიდან დაფიქსირდა.

ამხელა ციფრებზე შტუტგარტსა და ჰამბურგში მარტო თუ იოცნებებენ. შტუტგარტი €31,6 მილიონს მიიღებს, ხოლო ჰამბურგი €28,2 მილიონს, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ორივე გუნდი I ბუნდესლიგაში დარჩება. გავარდნის შემთხვევაში შტუტგარტისთვის დანაკლისი დაახლოებით €20 მილიონი, ხოლო ჰამბურგისთვის €16,5 მილიონი ევრო იქნება.

გერმანული საფეხბურთო ლიგა გადაწყვეტილებას ბოლო 5-წლიანი რეიტინგიდან გამომდინარე იღებს, რომლის მიხედვითაც მიუნხენის ბაიერნი უდავო ფავორიტია და საგრძნობად უსწრებს ლევერკუზენს, დორტმუნდის ბორუსიასა და გელზენკილხელნის შალკეს.

აღსანიშნავია ასევე, რომ მიუნხენის ბაიერნი დამატებით პრემიალურ €3 მილიონ ევროს მიიღებს საერთაშორისო მარკეტინგიდან. შედარებისთვის გუნდი, რომელიც ბუნდესლიგის VI ადგილს დაიკავებს გერმანიის საფეხბურთო ლიგიდან სულ €1,5 მილიონს მიიღებს, თუმცა ახალი გადაწყვეტილების თანახმად ამიერიდან ბუნდესლიგის პირველი ხუთი გუნდი €2,5 მილიონ ევროს მიიღებს ხოლმე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..