» » დავიდ ალაბა 7 კვირას იუქმებს

დავიდ ალაბა 7 კვირას იუქმებს

2-04-2015, 12:26
099
მიუნხენის ბაიერნის უნივერსალმა ფეხბურთელმა, დავიდ ალაბამ, ავსტრიის ეროვნული ნაკრებისა და ბოსნია ჰერცოგოვინას ამხანაგურ მატჩში, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა, პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და მოედნიდან უმალვე გაიყვანეს. დავიდ ალაბამ ერმინ ბისაკჩიჩთან ორთაბრძოლაში იტკინა ფეხი.

შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერის 22-წლის ავსტრიელმა ლეგიონერმა მიმდინარე სეზონში ორი თვე დაჰყო ლაზარეთში, რადგან მყესი ჰქონდა გაწყვეტილი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომასთან დაიზიანა. ეროვნულ ნაკრებში მიღებული ტრავმა სერიოზული საფუძველია იმის, რომ დავიდ ალაბას დიდი ხნით დარჩენა კვლავ მოუწიოს ლაზარეთში.

"დამწუხრებული ვარ, თუმცა დიდი მიზანი მაქვს: დავბრუნდე სეზონის ბოლომდე! ძალიან, ძალიან ძლიერი ტკივილი მაქვს. სიარული ძლივს შემიძლია. ნამდვილად არ ვიცი ზუსტად რაშია საქმე", - განუცხადა დავიდ ალაბამ ჟურნალისტებს.

"დავიდს მარცხენა მუხლზე პრობლემები აქვს. თავს ძალიან ცუდად გრძნობს", - განაცხადა ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა.

მიუნხენის ბაიერნი, რომელიც მიმდინარე სეზონში ყველა შესაძლო ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს შაბათს ბუნდესლიგის XXVII ტურში დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდება სიგნალ იდუნა პარკზე. ლაზარეთში ავსტრიელი ფეხბურთელის გარდა, ასევე ტიაგო ალკანტარა, არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და ხავი მარტინესი რჩებიან.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..