» » ბაიერნმა იტალიელი ტალანტი დაკარგა

ბაიერნმა იტალიელი ტალანტი დაკარგა

4-04-2015, 16:10
0127
მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, იტალიურ პრესასთან ინტერვიუშუ რობერტო სორიანოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 5 წლის შემდეგ რობერტო იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და თავის დროზე მისი გაშვება დიდი შეცდომა იყო.

სამპდორიას 24-წლის ფეხბურთელი 2006 წლიდა 2009-მდე მიუნხენის ბაიერნში ირიცხებოდა. რობერტო სორიანო რეკორდმაისტერის აღზრდილია, რომელსაც ახლა უკვე აღარაფერი აკავშირებს ბავარიულ გრანდთან.

"რობერტოსთვის წასვლის უფლების მიცემა ყველაზე დიდი შეცდომა იყო", - აღიარა კარლ-ჰაინც რუმენიგემ იტალიურ პრესასთან ინტერვიუში. "ჩვენ ის ვერ დავაფასეთ".
იტალიელი ემიგრანტის შვილი 2006 წელს მიუნხენის ახალგაზრდულ გუნდში მოვიდა, ხოლო 2009 წელს რობერტომ რეკორდმაისტერი დატოვა და სამპდორიას მიაშურა.

სინაშ მიხაილოვიჩის ხელმძღვანელობით იტალიელი შემტევი ნახევარმცველი ეროვნულ ნაკრებში მოხვდა და სამპდორიას ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. გასული წლის ნოემბერში იტალიის ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდზე, ხორვატიის წინააღმდეგაც ითამაშა, რომელიც 1:1 დასრულდა.

24 წლის იტალიელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €7 მილიონ ევროს შეადეგსნ. სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში სამპდორიას შემადგენლობაში სორიანომ სულ ყველა ტურნირზე 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი და 5-ჯერ შეასრულა შედეგიანი გადაცემა. მთლიანობაში რობერტომ 1.982 წუთი დაჰყო მოედანზე.

გაცნობებთ, რომ 2009 წელს რეკორდმაისტერმა რობერტო სორიანოს სატრანსფერო უფლებები სამპდორიას €500 000 ევროდ მიჰყიდა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..