» » ჯანლუკა გაუდინოს მიუნხენის ბაიერნის დატოვება არ სურს

ჯანლუკა გაუდინოს მიუნხენის ბაიერნის დატოვება არ სურს

10-04-2015, 13:32
084
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა kicker-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის 18-წლის ახალგაზრდა ცენტრალურ ნახევარმცველს, ჯანლუკა გაუდინოს, რეკორდმაისტერის დატოვება არ სურს. წყაროზე დაყრდნობით ფეხბურთელი იჯარის წესით გაშვებაზეც უარს ამბობს.

kicker-ის ინფორმაციით მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ არაერთი კლუბი განიხილავს ახალგაზრდა 18 წლის ფეხბურთელისთვის იჯარის წესით აყვანის შეთავაზებას, თუმცა თავად გერმანელი ცენტრალური მცველი, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი ბავარიულ გრანდთან 2018 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული, უარს აცხადებს გუნდის დატოვებაზე.

ჯანლუკა გაუდინო იმედოვნებს, რომ შემდეგი სეზონიდან მოახერხებს ხოსეპ გვარდიოლას დაინტერესებას და შეძლებს ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას.

transfermarkt-ზე დაყრდნობით 18-წლის ახალგაზრდა გერმანელი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 2,5 მილიონ ევროს შეადგენს. ჯანლუკა გაუდინომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, სულ 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჯუნიორ ბუნდესლიგაში 2-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და მთლიანობაში 713 წუთი დაჰყო მოედანზე.

მიტჩეილ ვეიზერის შემდეგ, რომელსაც რეკორდმაისტერი კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს, ჯერ-ჯერობით უცნობია ჯანლუკა გაუდინოს შესახებ მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..