» » მატჩის ანონსი: პორტუ - ბაიერნი

მატჩის ანონსი: პორტუ - ბაიერნი

15-04-2015, 14:38 admin ანონსი 0

მატჩის ანონსი: პორტუ - ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა, პორტუსა და მიუნხენის ბაიერნს შორის, დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხოსეპ გვარდიოლამ პორტუგალიელთა განსხვავებულ სათამაშო სტილს გაუსვა ხაზი და კომპლიმენტები არ დაიშურა.

"პორტუგალიელთა სტილი, რომელთაც ჩემი მეგობარი და ძველი თანაგუნდელი ჰულენ ლოპეტეგი წვრთნის, რადიკალურად განსხვავებულია ბუნდესლიგაში მოთამაშე კლუბებისგან. პორტუ ფსონს კონტრშეტევებზე არ დებს. გაცილებით შეტევითი თამაში უყვართ. პორტუგალიელები პრესინგს იდეალურად ასრულებენ, ჩვენ ვალდებულნი ვართ ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ, როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში", - ამბობს ხოსეპ გვარდიოლა.

"პორტუს შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც ინდივიდუალური ხელოვნებით გამოირჩევიან. მათ სამხრეთული მენტალტეტი აქვთ. ვიმდესოვნებ, რომ თავდასხმაში სივრცეები გვექნება, ვიდრე იმ გუნდებთან, რომლებიც გამალებით იცავენ თავს. იმედია, შეხვედრა საინტერესო იქნება, ჩვენ ბევრ სახიფათო მომენტს შევქმნით, რაც რეზულტატს მოგვიტანს შედეგად", - განაცხადა ტომას მიულერმა.

"პორტუ ტოპ-კლასის გუნდია. ჩვენ ერთ ბურთს არ უნდა დავჯერდეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ 1/2 ფინალურ ეტაპზე გასვლა. ყველა გუნდი, რომელიც 1/4 ფინალურ ეტაპზე განაგრძობს ასპარეზობას, უმაღლესი დონისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირის ამ საფეხურზე არ იქნებოდნენ. ვიცით, რომ ჩვენ წინააღმდეგ თამაშობს გუნდი, რომლის არდაფასებაც არ შეიძლება", - შეაფასა მოსალოდნელი შეხვედრა მანუელ ნოიერმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..