» » ფრანკ რიბერი სეზონის დასაწყისს გამოტოვებს

ფრანკ რიბერი სეზონის დასაწყისს გამოტოვებს

15-06-2015, 12:48 admin სიახლეები / მთავარი ამბები 0

ფრანკ რიბერი სეზონის დასაწყისს გამოტოვებს
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Kicker-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის შემტევი გარემარბი, ფრანკ რიბერი, ტრავმის მოშუშებას და მწყობრში ჩადგომას ვერა და ვერ ახერხებს. მიუხედავად უკვე რამდენიმე თვიანი მკურნალობისა ფრანგი ფეხბურთელი ტკივილს კვლავ გრძნობს.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ფრანგი ფეხბურთელი უკვე ოთხი კვირაა გიფსს ატარებს. საუკეთესო შემთხვევაში, თუ ფრანკ რიბერი ივლისის შუა რიცხვებში შეძლებს გიფსის მოხსნას, სავარაუდოდ, კიდევ ოთხი-ხუთი კვირა დასჭირდება ფორმის აღსადგენად და მოედანზე დასაბრუნებლად.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი სეზონს 1 ივლისს იწყებს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფრანკ რიბერის გიფსი პროფილაქტიკის მიზნით დაადეს, რადგან ფეხის მოძრაობა შეეზღუდათ, თუმცა როგორც Kicker იტყობინება საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე სამედიცინო შტაბი წარმოიდგენდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია ფრანკ რიბერის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი. თუ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც მედიკოსებს სურთ ფრანკ რიბერი სავარაუდოდ ბუნდესლიგის II ტურისთვის დაბრუნებას მოახერხებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ტრავმის მოშუშება გაჭიანურდა და უარეს შემთხვევაში რეგრესი დაიწყო, მაშინ ფრანგი ფეხბურთელი შესაძლოა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დარჩეს ლაზარეთში.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..