» » ოფიციალურად - მიუნხენის ბაიერნმა სვენ ულრაიხი შეიძინა

ოფიციალურად - მიუნხენის ბაიერნმა სვენ ულრაიხი შეიძინა

17-06-2015, 10:43 admin ტრანსფერები / მთავარი ამბები 0

ოფიციალურად - მიუნხენის ბაიერნმა სვენ ულრაიხი შეიძინა
პეპე რეინას გარშემო გავცელებული სატრანსფერო ჭორების შემდეგ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი გოლკიპერის ყიდვა დააპირა და უმალვე შტუტგარტის 26 წლის გერმანელი მეკარე, სვენ ულრაიხი, გადმობირება მოახერხა, რომელიც შემდეგი სეზონიდან მანუელ ნოიერს გაუმაგრებს ზურგს.

მიუნხენის ბაიერნმა გერმანელი მეკარე €3,50 მილიონ ევროდ გადმოიბირა. სვენ ულრაიხმა გასულ სეზონში შტუტგარტის მაისურით სულ, ყველა ტურნირზე, 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 46 ბურთი გაუშვა, ხუთჯერ შეინახა კარი მშრალად და 2.610 წუთი დაჰყო მოედანზე.

ცნობილი სპორტული გამოცება BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სვენ ულრაიხი რეკორდმაისტერში მხოლოდ ხელფასის გამო გადმოვიდა. გაცნობებთ, რომ თუ შტუტგარტში 26 წლის მეკარის ანაზღაურება € 2 მილიონ ევროს შეადგენდა რეკორდმაისტერში ულრაიხის ხელფასი € 2,5 მილიონი იქნება.

გასაკვირი და სიახლე არ უნდა იყოს, რომ სვენ ულრაიხს სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა და მომავალი სეზონიდან მხოლოდ მაშინ გამოჩნდება მოედანზე თუ ხოსეპ გვარდიოლა მანუელ ნოიერის დასვენებას გადაწყვეტს ან ეს უკანასკნელი ტრავმირებული იქნება.

მიუნხენის ბაიერნში გადმოსვლის შმდეგ სვენ ულრაიხმა განაცხადა, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად არის: "შტუტგარტში მრავალწლიანი ასპარეზობის შემდეგ ახალ გამოწვევას ვეძებდი".
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.