» » ფრანკ რიბერი: ჩემი ტრავმა ასაკთან კავშირში არ არის

ფრანკ რიბერი: ჩემი ტრავმა ასაკთან კავშირში არ არის

17-06-2015, 17:28 admin სიახლეები 0

ფრანკ რიბერი: ჩემი ტრავმა ასაკთან კავშირში არ არის
მიუნხენის ბაიერნის ფრანგმა შემტევმა გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე თვეა ტრავმის გამო ლაზარეთში იმყოფება და გამოჯანმრთელებას ამ დრომდე ვერ ახერხებს Sport Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ტრავმა ასაკთან არაფერ შუაშია და მიულერ-ვოლფრატი საუკეთესო ექიმია.

"ზოგჯერ ხდება ისე, რომ მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა ტრავმის მოშუშება ვერ ხერხდება. სწორედ ამ შემთხვევას მივეკუთვნები მეც. არავის ვადანაშაულებ. ჩემი ტრავმა ჩემს ასაკთან არანაირ კავშირში არ არის. ამგვარი დაზიანება ფეხბურთელმა შესაძლოა 22-წლის ასაკშიც მიიღოს", - ამბობს 32-წლის შემტევი გარემარბი.

"დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოვებით კიდევ 2-3 წლის განმავლობაში შევძლებ უმაღლეს დონეზე ასპარეზობას. რაც შეეხება მიულერ-ვოლფრატს და მის გარშემო მომხდარ სკანდალს, მინდა ავღნიშნო, რომ გერმანელ ექიმს 100%-ით ვენდობი. კარიერის განმავლობაში დოქტორ ვოლფრატზე კარგი არავინ შემხვედრია", - ფრანკ რიბერის ციტირებას ახდენს ცნობილი სპორტული გამოცემა Sport Bild.

შეგახსენებთ, რომ დოქტორ მიულერ-ვოლფრატის გუნდიდან წასვლის მიზეზად პრესამ მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელთან, ხოსეპ გვარდიოლასთან, კონფლიქტი დაასახელა. ბეჭდურ მედიასა და ტელევიზიით გავრცელებულ ამ ინფორმაციას თავად ესპანელი სპეციალისტი არ გამოხმაურებია.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.